გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი გამოცხადდა ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდინარე ხოდაშენისხევისნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 5 033 404 ლარი; ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ომალოში მდინარე ალაზნის ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის - სავარაუდო ღირებულებით 1 022 992 ლარი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე კაბლისხევის მარცხენა სანაპიროზე (კაბალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე) ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობისთვის - სავარაუდო ღირებულებით 10 005 879 ლარი.
აღნიშნული მდინარეების ნაპირებზე განვითარებული ეროზიული და მეწყრული პროცესების გამო, აუცილებელი გახდა ნაპირდაცვითიღონისძიებების გატარება, რაც მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოებასა და მდინარის კალაპოტის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
სამივე პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
შესყიდვის ბმულები:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=699138&lang=ge
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=699265&lang=ge
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=699633&lang=ge
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
სხვა სიახლეები
გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო ქ.ტოკიოში წყალმომარაგების შესახებ გამართულ შეხვედრაში
19.10.2026.12:01
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში, ქ. ტოკიოში წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართულ სემინარში. კომისიის წევრმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საქართველოში წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები და სატარიფო პოლიტიკა.
სემინარი გაიმართა საერთაშორისო წყლის მენეჯმენტის კომპანია „აქუალიასა“ და იაპონიაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მასპინძლობით.
როგორც გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სემეკის საქმიანობაში წყალმომარაგების სექტორის ეფექტიანი რეგულირება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას:
„წყალმომარაგება წარმოადგენს კაპიტალტევად დარგს და სექტორში მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სოლიდური ინვესტირებით. დღეისათვის საქართველოს წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია. სემეკის მიზანია, რომ ეფექტიანი რეგულირებით ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სექტორის პერმანენტულ განვითარებასა და სამართლიან სატარიფო პოლიტიკას, სადაც თანაბრად იქნება დაცული როგორც მომსახურე კომპანიის, ასევე მომხმარებლის უფლებები.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის Aqualia-ს დაინტერესება საქართველოს წყალმომარაგების სექტორით ქვეყნის გამჭვირვალე მიდგომებისა და ეფექტიანი რეგულირების დასტურია, რაც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართული სემინარი მიზნად ისახავდა წყალმომარაგების სექტორში საჯარო და კერძო თანამშრომლობის წარმატებული მოდელების, რეგულირების გამოცდილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. გიორგი ფანგანთან ერთად, სემინარზე სიტყვით წარდგნენ წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.