გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის 4 ტენდერი გამოაცხადა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების რეაბილიტაციისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ტენდერები გამოცხადდა შემდეგ მონაკვეთებზე:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ26 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 26.5 კმ. სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 69 188 499 ლარია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-ლემშვენიერას საავტომობილო გზის კმ4.6 - კმ13 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 8.4 კმ. სიგრძის გზის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11 022 910 ლარია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუქრუთი-უსახელო-კორბოულის საავტომობილო გზის კმ1-კმ19 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 18.2 კმ-იან მონაკვეთს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 37 306 538 ლარია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის კმ32-კმ43 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 328 029 ლარს შეადგენს.
შესყიდვის ბმულები:
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=698105&lang=ge
რუსთავი-ლემშვენიერას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=700198&lang=ge
სხვა სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხებზე კონტრაქტორ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა
05.11.2026.13:21
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა და გზების მოვლა-შენახვის კონტრაქტორი კომპანიების მზადყოფნა განიხილეს.
დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი გრიგალავა და დეპარტამენტის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ზამთრის პერიოდში გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული გამოწვევები და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მიაწოდეს ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის, ქვიშა-მარილის მარაგების შექმნის, სპეციალური ტექნიკის მომზადებისა და საყრდენი პუნქტების გამართვის შესახებ.
შეხვედრაზე განისაზღვრა შესაბამისი დავალებები და სამუშაოების გეგმა-გრაფიკი, რათა ზამთრის სეზონზე, მათ შორის, ძლიერი თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება.