მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იანვარ-თებერვალში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით გაიზარდა

news image
mbc image

2022 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, მიმდინარე წლის ანალოგიურ თვეებშისაზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის სწორად მიმდინარეობის მაჩვენებელია.

„აღნიშნული მონაცემები მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ისმიდგომები, რაც სხვა ევროპულ ქალაქებში გამოიცადა, წარმატებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში. რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული საავტობუსოზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 28 მარტს დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული - 1 360 795 მგზავრობა.

„ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შედეგად, 28 მარტს დაფიქსირდასაზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული - 1 360 795 მგზავრობა.

აღსანიშნავია მგზავრთნაკადისზრდა მეტროშიც. გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527 636 მგზავრს მოემსახურა. ეს შედეგია იმ რეფორმისა, რომლის ფარგლებში, სრულად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსებისავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია, შემუშავებულიასადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტულისამოქმედო გეგმა.

ასევე, განახლდა და ამოქმედდა უნივერსიტეტი-მაღლივის დამაკავშირებელისაბაგირო გზა. წლის ბოლოს ამოქმედდება რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა და მნიშვნელოვან კვანძებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ უფრო კომფორტულს გახდის  მგზავრობას.

„პარალელურად, ქალაქის მასშტაბით, მიმდინარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვა. ავტობუსების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ქალაქისსხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან კვანძებზე ეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაცაღმოფხვრის არსებულ შეფერხებებს.

წელს დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვისპროცესიც და მომავალ წელს დედაქალაქს ახალი ავტობუსები შემოუვა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის გარეშე, კერძო ავტომობილებით გადაადგილების მაჩვენებელი კიდევ უფრო მზარდი გახდება.

„2016 წელს დედაქალაქში გადაადგილდებოდა 300 000-მდე ავტომობილი. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 580 000-დან 600 000-მდეა. ეს ტენდენცია გრძელდება და გაგრძელდება. ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს და კვირაში ხუთი დღე ან მეტი, ავტომობილით გადაადგილდება 12%. დედაქალაქში ავტომობილს ფლობს, დაახლოებით, 45% და კვირაში ხუთი დღე ავტომობილს გამოიყენებს მფლობელების 97%. ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება.

მესმის, რომ ის არაპოპულარულია, მაგრამ საუბარია ამ ქალაქის მომავალზე. წლების წინ რომ დაეწყოთ აღნიშნული რეფორმის განხორციელება, დღეს თბილისში სხვა რეალობა გვექნებოდა. არ ვუშინდებით აღნიშნულ გამოწვევებს, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში არავის არაფერი გაუკეთებია. 2017 წელს დავიწყეთ ამ რეფორმის განხორციელება. ხედავთ, რამხელა ძალისხმევა იდება მასში, რამხელა ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება მუნიციპალიტეტს. ცენტრალურ ხელისუფლებას და პირადად პრემიერ-მინისტრს, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას, რადგან აღნიშნული სიახლეების დანერგვა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა