მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იანვრიდან ელექტროენერგიის მომხმარებლები გადახდის ქვითარს შემცირებული ტარიფით მიიღებენ

news image
mbc image

საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის მომხმარებლები ქვითარს ახალი, შემცირებული ტარიფით მიიღებენ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე 3 თეთრით შემცირდა. რეგიონებში, სს „ეპ ჯორჯია მიწოდებას“ მიერ ახალი ტარიფით დაანგარიშებული ქვითრების მომხმარებლებისთვის გაგზავნა უკვე მიმდინარეობს, ხოლო ქ. თბილისში, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) მიერ აბონენტებისთვის ქვითრების გაგზავნა 30 იანვრიდან დაიწყება.    

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, შემცირებულ ტარიფს დადებითი გავლენა აქვს ყველა კატეგორიის მომხმარებელზე. განსაკუთრებით არასაყოფაცხოვრებო, კომერციული ტიპის მომხმარებლებზე, რომელთა წლიური მოხმარება 500 000 კვტ/სთ-ს აღემატება. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართული ასეთი ტიპის კომერციული მომხმარებლების  თვიური დანაზოგი საშუალოდ 5 500 ლარია, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართული კომერციული აბონენტების - საშუალოდ  12 838 ლარი.   

ჯამში, კომერციული მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფების შემცირების შედეგად მიღებული საშუალო თვიური დანაზოგი ასე ნაწილდება: 500 000 – 1 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე როგორც სს „თელასის“, ასევე სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართული კომერციული მომხმარებლებისთვის,  საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს 1 800 ლარს; 1 000 000 – 5 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს სს „თელასის“ ქსელში 5000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 5 500 ლარს; 5 000 000 – 25 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი შეადგენს სს „თელასის“ ქსელში 25 000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 23 600 ლარს; 25 000 000 – 50 000 000 კვტ/სთ წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში შეადგენს - 81 000 ლარს; 50 000 000 კვტ/სთ და მეტი წლიური მოხმარების მქონე კომერციული აბონენტებისათვის საშუალო თვიური დანაზოგი  სს „თელასის“ ქსელში შეადგენს 131 000 ლარს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში საშუალოდ - 455 000 ლარს.

სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება გამანაწილებელი კომპანიების ქსელში ჩართული კომერციული აბონენტების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლებს, თვიურ და წლიურ ჭრილში. კერძოდ, საპროგნოზო მაჩვენებლები გაანგარიშებულია 2023 წლის მოხმარების ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისად.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა