იაპონიის მაღალტექნოლოგიურ და მასშტაბურ ბაზარზე ქართველი ინოვატორების მოხვედრა მათ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს - ავთანდილ კასრაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიის მთავრობის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სააგენტოს იმ პროგრამებს გაეცნენ, რომლებიც ქვეყანაში ინოვაციური გარემოს განვითარებას უწყობს ხელს და ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შეხვედრის მთავარ თემას GITA-სა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი მიმდინარე პროექტი “საქართველოში სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერება” წარმოადგენდა. მხარეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში უკვე მიღწეული შედეგები და ის ძირითადი აქტივობები, რაც მიზნად ისახავს საქართველოში უფრო მდგრადი და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას.
ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, რომ იაპონიასთან თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართულ ტექნოლოგიურ სექტორს. მისივე განმარტებით, პრიორიტეტულია ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა და იაპონიის მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე ქართველი ინოვატორების მოხვედრა მათ გლობალურ კონკურენტუნარიანობასა და ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
სხვა სიახლეები
„საქართველოს რკინიგზის“ ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ტენდენცია არის საკმაოდ კარგი და უკვე გვაქვს შედეგები - ჩვენ სრულად ვახდენთ ამ თანხების რეინვესტირებას მიმდინარე და ახალ პროექტებში l ლაშა აბაშიძე
15.05.2026.12:09
საქართველოს რკინიგზის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების ტენდენცია არის საკმაოდ კარგი და უკვე გვაქვს შედეგები, წმინდა მოგება გასულ წელს საკმაოდ კარგი გვქონდა - ჩვენ სრულად ვახდენთ ამ თანხების რეინვესტირებას მიმდინარე და ახალ პროექტებში, - აღნიშნულის შესახებ, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული გაუმჯობესებები. ძირითადი ჩვენი ფინანსური მაჩვენებლების ტენდენცია არის საკმაოდ კარგი და უკვე გვაქვს შედეგები. წმინდა მოგება გასულ წელს საკმაოდ კარგი გვქონდა. წელს უკვე გვაქვს შედეგები მიმდინარე ხუთი თვის. საოპერაციო მოგების ნაწილში გვაქვს ზრდა, ეს არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ერთ-ერთი, ასევე ეგრეთ წოდებული ებიტდას ნაწილში გვაქვს ზრდა, ასევე წმინდა მოგებაში გვაქვს ზრდა. ჩვენ სრულად ვახდენთ ამ თანხების რეინვესტირებას იმ პროექტებში, რომელიც მიმდინარეობს და ვიწყებთ ასევე ახალ პროექტებს და სრულად ვახდენთ აკუმულირებული და გენერირებული ფინანსური რესურსების ამ პროექტებში ინვესტირებას, რათა მომავალში უფრო მაღალი უკუგება მივიღოთ”, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.