მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.6
-0.0079
flag
AZN 1.5384
0.0018
flag
CNY 38.91
0.0061
flag
EUR 3.05
0.0035
flag
GBP 3.5665
0.0067
flag
KZT 57.12
-0.0003
flag
TRY 0.0544
0.0001
flag
USD 2.6153
0.0032
news banner

იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდიან - მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ

news image
mbc image

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ.

საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება, მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს - დავით სონღულაშვილი

26.08.2026.10:17

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ. კონსალტინგი“ საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.

შპს „გ.ბ. კონსალტინგი“ 2009 წელს დაფუძნდა და ღვინისა და სხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს. კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების უჟანგავი ფოლადის ავზებსა და ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე მანქანა-დანადგარებს.

„მეღვინეობის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების გაძლიერება. ღვინის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობის საქართველოში დამზადება, მეღვინეობის სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს. მნიშვნელოვანია, ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ქართულ მეღვინეობაში თანამედროვე სტანდარტები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ფართოდ დაინერგოს და ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე კიდევ უფრო გაიზარდოს“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შპს „გ.ბ. კონსალტინგი“ რეგიონში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ტექნოლოგიების სფეროში არაერთი ევროპული მულტინაციონალური კომპანიის წარმომადგენელია. კომპანიის მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ათეულობით ღვინის ქარხნის პროექტია განხორციელებული. მისი საქმიანობის ფარგლებში დამზადებულია 100 მილიონ ლიტრზე მეტი მოცულობის უჟანგავი ფოლადის ავზები-ცისტერნები, ასევე დამონტაჟებულია ყურძნის გადამმუშავებელი და ღვინის დასამუშავებელი ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარები და სითხის ჩამოსასხმელი ავტომატური ხაზები.
ამჟამად კომპანიაში 37 ადამიანია დასაქმებული. წარმოების პროცესში, სეზონის მიხედვით, 25 კვალიფიციური ტექნიკური პერსონალია ჩართული. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა