მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„იგლ ჰილსის" საქართველოში შემოსვლა მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ შეძლო და ძალიან რთული გეოპოლიტიკური მოცემულობის მიუხედავად, მშვიდობა შეინარჩუნა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„კომპანია „იგლ ჰილსის" შემოსვლა საქართველოში, უპირველესად, ნიშნავს იმ პოლიტიკის ეფექტურობის და მიზნობრიობის აღიარებას, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს - განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა საქართველოში უპრეცედენტო, $6,5 მილირდზე მეტი საინვესტიციო პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.

ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უმსხვილესი არაბული დეველოპერული კომპანიის მიერ საქართველოში ორი პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მეტყველებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ შეძლო და ძალიან რთული გეოპოლიტიკური მოცემულობის მიუხედავად, მშვიდობა შეინარჩუნა. ამასთანავე, მისი შეფასებით, ეს იმის აღიარებაცაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის ბოლო წლებში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

„ეს ალბათ ასევე იმ ძალისხმევის დადასტურება და აღიარებაა, რომელსაც სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში ახორციელებს და რაზეც ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ინვესტორებთან. საქართველო უნიკალური ქვეყანაა - ასეთი ზომის ქვეყანას აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება მსოფლიოს მესამედთან, წლების განმავლობაში ლიდერობს ყველა საერთაშორისო რეპუტაბელურ რეიტინგში, რომლებიც აფასებს ბიზნესის კეთების სიმარტივეს, საინვესტიციო გარემოს, ბიუჯეტის გამჭვირვალობას, მთავრობის ეფექტურობას, საგადასახადო რეგულატორულ გარემოს და ა.შ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება კონკრეტულად „იგლ ჰილსის" პროექტს, ირაკლი ნადარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ ეს ნამდვილად რეკორდული ზომის ინვესტიციაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში ოდესმე განხორციელებულა. თუმცა, მისი შეფასებით, გარდა ინვსტიციის ოდენობისა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბუნება, შინაარსი და ის ფაქტი, რომ მის უკან მსოფლიო დონის ინვესტორი, უძრავი ქონების დარგში გლობალური ტრენდების შემქმნელი მოჰამედ ალაბარი დგას.

„მოჰამედ ალაბარი არის ადამიანი, რომლის სახელს და გვარს უკავშირდება უნიკალური პროექტები - მათ შორის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, ასევე არაბეთის გაერთიანებული საამიროების გარდა, პროექტები ბევრ სხვა ქვეყანაში. საქართველოში შემოსვლა იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, ისევე როგორც ორი პროექტის განხორციელება. მისი გადაწყვეტილებები საინვესტიციო ნაწილშიც ტრენდულია და დარწმუნებული ვარ და უკვე ასეც არის - შედეგად საქართველო გაჩნდა ბევრი ინვესტორის თვალსაწიერში და რუკაზე, რის ეფექტსაც ძალიან მალე დავინახავთ", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა