ილია სულამანიძემ იტალიელი ძიუდოისტი დაამარცხა და ოლიმპიადის შემდეგ ეტაპზე გადავიდა
ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (-100 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მან იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. სულამანიძე ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, ლაშა ბექაური კი ძიუდოში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
08.06.2026.18:45
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.