ილია თოფურია ბექაურს: იმსახურებ ლაშა
ოლიმპიურ ოქროს ლაშა ბექაურს ულოცავს UFC-ს ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია.
„იმსახურებ, ლაშა, ჩემო ძმაო. ელიტარული სპორტსმენი და უკეთესი პიროვნება“, - წერს თოფურია Facebook-ზე.
ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი მედალი აქვს - ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო, ლაშა ბექაური კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
სხვა სიახლეები
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
08.06.2026.18:45
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.
მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.