მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

იმ პროცესით, რომელიც დავიწყეთ, მოვახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება, იანვარში გვქონდა მაღალი ინფლაცია სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, დაახლოებით 2.5%, რაც ერთი თვისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თებერვლიდან მოვახერხეთ ფასების ზრდის პროცესის, ინფლაციის დასტაბილურება - პრემიერი ფასებზე

news image
mbc image

რაც შეეხება ფასების ზრდას. საბოლოო ჯამში, იმ პროცესით, რომელიც დავიწყეთ, მოვახერხეთ ინფლაციური პროცესების შეჩერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ იანვარში იყო დაახლოებით 2.5% ინფლაცია დეკემბერთან შედარებით.

„აქ ხშირად არასწორი სტატისტიკა მოჰყავთ ხოლმე ჩვენს ოპონენტებს, იღებენ ხოლმე ერთწლიან სტატისტიკას და ამას წარმოაჩენენ როგორც ერთი თვის სტატისტიკას. საქსტატი როცა აქვეყნებს მაგალითად მაისის მონაცემებს წინა წელთან შედარებით, ეს არის ერთწლიანი სტატისტიკა და აჩვენებენ ისე, თითქოს მაისის თვეში 10%-ით გაიზარდა ფასები, რაც მარტივი მანიპულაციაა. შეგიძლიათ ორი მაჩვენებელი ნახოთ ხოლმე: ერთი არის წლიური ინფლაცია და მეორე თვე თვესთან დადარებული ინფლაცია. თქვენ რომ ნახოთ რეალური სტატისტიკა, იქ 15%-იან ზრდას ვერ აღმოაჩენთ. ჩვენ იანვარში გვქონდა მაღალი ინფლაცია სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, დაახლოებით 2.5%, რაც ერთი თვისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუმცა თებერვლიდან მოვახერხეთ ფასების ზრდის პროცესის დასტაბილურება, ინფლაციის დასტაბილურება და თებერვალ-მარტი-აპრილი-მაისის განმავლობაში გვქონდა ძალიან დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი და ორი თვის განმავლობაში გვქონდა საერთოდ დეფლაცია, ანუ ფასები შემცირდა თებერვალში და მაისში. ეს არის კონკრეტული შედეგი, რაც მოიტანა იმ პროცესმა, მათ შორის, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ.

ასევე მინდა წარსული გაგახსენოთ, ფასებზე როცა საუბრობთ. ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა ჩვენ 2019-2021 წლებში. ეს არის სამი წელი, საიდანაც წელიწადნახევარი თქვენი თავმჯდომარე იყო მთავრობის ხელმძღვანელი. მაშინ სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები გაიზარდა 39%-ით, მაშინ როდესაც კოვიდი, სხვათა შორის, პირიქით მოქმედებდა ფასებზე, იმიტომ რომ მოხმარება შეამცირა, დააწვა მოხმარებას და ეს იწვევს ხოლმე ფასების შემცირებას. ამის მიუხედავად, სამი წლის განმავლობაში ინფლაცია იყო 39% და იგივე პერიოდში ხელფასები გაიზარდა მხოლოდ 22%-ით. აი ეს არის კონკრეტული მონაცემები.

რაც შეეხება ბოლო სამი წლის მონაცემებს, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო რაც ვთქვი: სამომხმარებლო ფასები გაიზარდა დაახლოებით 6.5%-ით, 10%-ზე ნაკლები იყო ზრდა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების მიმართულებით და იგივე პერიოდში დაახლოებით 48%-ით გაიზარდა საშუალო ხელფასი. მთავარი ეს არის. ინფლაციას რაც შეეხება, ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი წლის განმავლობაში არის დაახლოებით 2-4%. ამაზე მეტი აღარ ვარგა. შარშან გვქონდა სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3.9% და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს მოვახერხებთ ოპტიმალურ ზღვრებში ინფლაციის შენარჩუნებას, რაც სავსებით შესაძლებელია იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც თებერვლიდან დაიწყო. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა