მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

IMO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ქართველ მეზღვაურებს, შუა დერეფნისა და რეგიონული კავშირების საკითხებს და ამ კუთხით საქართველოს საკვანძო როლს - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან. შეხვედრა ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში შედგა.

„მრავალმხრივ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, IMO-ს გენერალურ მდივანთან განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ შუა დერეფნისა და რეგიონული კავშირების საკითხებს და ამ კუთხით საქართველოს საკვანძო როლს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შუა დერეფნის გაძლიერება პირდაპირ უწყობს ხელს გლობალური მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას, შეუფერხებელ მუშაობას და ჩვენ მზად ვართ IMO-სთან თანამშრომლობისთვის მრავალი მიმართულებით, რომელთა შორისაა შუა დერეფნის მარშრუტზე უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი საკითხები, ასევე ციფრული ჰარმონიზაცია", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. ქართულმა მხარემ IMO-ს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში საზღვაო რეფორმის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის საუბარი შეეხო: ქართველ მეზღვაურების განათლების და სერტიფიცირების სისტემას, საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ნავსადგურების მმართველობის გაუმჯობესების, საზღვაო განათლების გაძლიერების, საზღვაო სექტორის გაციფრულებისა და სხვა საკითხებს.

„ვისაუბრეთ საზღვაო უსაფრთხოებისა და მეზღვაურთა კეთილდღეობის საკითხებზე, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის. ამასთან, ჩვენ ძალიან ვაფასებთ საზღვაო ორგანიზაციის ტექნიკურ დახმარებას, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც საზღვაო სექტორში გენდერული თანასწორობაა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველომ დაიწყო WIMA Europe-ის შექმნა, რომელიც რეგიონული პლატფორმა იქნება საზღვაო დარგში მომუშავე ქალთა ხილვადობის, ლიდერობისა და ხელშეწყობისთვის.

შეხვედრისას მარიამ ქვივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში უკვე დანერგილია საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა (Maritime Single Window-ისა), რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო კონვენციებთან სრული შესაბამისობას. ამასთან, შეხვედრაზე ყურადღება იქნა გამახვილებული საქართველოში ჰიდროგრაფიული შესაძლებლობების მოდერნიზაციასა და S-100 სტანდარტზე გადასასვლელად მზადყოფნაზე. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ჩართულობაზე IMO-ს მწვანე ტრანზიციის ინიციატივებში. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს IMO-ს მხარდაჭერილ გარემოსდაცვით პროგრამებში.

IMO-ს გენერალურმა მდივანმა დადებითი შეფასება მისცა საქართველოს საზღვაო სექტორში ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს და არსებულ პროგრესს და ქვეყანას სამომავლო მხარდაჭერა გამოუცხადა.

არსენიო დომინგესთან შეხვედრის მიმდინარეობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2026-ზე ოფიციალურად მოიწვია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა