მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

ინდექსაცია ფასების ავტომატურ ზრდას არ ნიშნავს, ის ბაზარზე არსებულ ფასებს უნდა ასახავდეს - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სამშენებლო სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობის მნიშვნელობასა და კონტრაქტების ინდექსაციის მექანიზმზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, სახელმწიფო და კერძო სექტორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში პარტნიორები არიან.

„იმ უამრავი პროექტის განხორციელება, რომელიც ახლა მიმდინარეობს და სამომავლოდ არის დაგეგმილი, ბიზნესის გარეშე შეუძლებელია. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან ამ საქმეში და ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საბოლოო ჯამში ძლიერ ქვეყანასა და ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებისა და მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ინდექსაციის მექანიზმია.

რევაზ სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდექსაცია არ გულისხმობს ფასების ცალმხრივ ან ავტომატურ ზრდას. მისი მიზანია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასები ბაზარზე კონკრეტულ მომენტში არსებულ რეალობას შეესაბამებოდეს.

„ინდექსაცია არ ნიშნავს ყოველთვის, აუცილებლად ფასების ზრდას. ეს ნიშნავს ფასების კორექტირებას იმ მომენტში ბაზარზე არსებული ადეკვატური ფასების მიხედვით. თუ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე ფასი იზრდება, შესაბამისად, იზრდება კონტრაქტით გათვალისწინებული ფასიც, რათა ბიზნესი არ ჩავაყენოთ არასახარბიელო მდგომარეობაში. ხოლო თუ ფასი იკლებს, კორექტირება ამ მიმართულებითაც ხდება და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით სარგებელს სახელმწიფოც იღებს“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ინდექსაციის მექანიზმის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებისთვის, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელებასა და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ჯანსაღი პარტნიორობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას - ავთანდილ კასრაძე

30.10.2026.11:47

“სინგაპურში ამ მასშტაბის ღონისძიებაში პირველად მივიღეთ მონაწილეობა და დავინახეთ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით კი ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით, დიდი ინტერესი“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

როგორც GITA-ს თავმჯდომარე ამბობს, მთავარი აქცენტი იმ უპირატესობებზე გაკეთდა, რასაც ქვეყანა ინოვაციურ სექტორს სთავაზობს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც საქართველო ინოვაციურ სტარტაპებს სთავაზობს. მათ შორის, ნულოვანი საგადასახადო რეჟიმის მექანიზმს, საერთაშორისო აქსელერატორებზე წვდომას, ასევე დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს, როგორც საგრანტო, ისე ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით,” - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელშეწყობით, ფორუმში ქართული სტარტაპები: Clinova, Dunno, Omniform Systems, Vybe და PhytoTester მონაწილეობდნენ.

“დიდი ინტერესი გამოიწვია ქართულმა ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა. დარწმუნებული ვარ, სინგაპური და, ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონი ჩვენი სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი საინვესტიციო შესაძლებლობების წყარო გახდება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინოვაციური ეკოსისტემის საერთაშორისო მასშტაბით კიდევ უფრო მეტად წარმოჩენას,“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეულზე საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი ქვეყნის პავილიონით “StartUP in Georgia”. სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული ყოველწიურად 400-ზე მეტ საერთაშორისო მონაწილეს აერთიანებს და 25 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა