ინდუსტრიები, რომლებიც 20 ივნისს, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის მთავარ ღონისძიებაზე გაერთიანდებიან
დღეს გლობალ ტექ ვიქენდი დაიწყო, რამდენიმე საათში კი Factory Tbilisi მთავარ, ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან ღონისძიებებას უმასპინძლებს. წერეთლის #114-ში დილიდან მისულ სტუმრებს დახვდებათ უზარმაზარი სივრცე, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის გაზიარების ღია პლატფორმა როგორც ინდუსტრიის ვეტერანებს, ისე ახალ ტალანტებსაც დაეთმობათ.
მსოფლიოდან მოწვეული ლექტორები, ინვესტორები, სტარტაპის დამფუძნებლები, ინჟინრები, ციფრული მარკეტერები, AI ექსპერტები – ეს მცირე ჩამონათვალია იმ პროფესიის ადამიანებისა, რომლებიც სექტორულ პავილიონებად დაყოფილ ხუთ სცენაზე GTWT-ს მთავარ ღონისძიებაზე წარსდგებიან. ისინი პირადი გამოცდილებების პერსპექტივიდან ისაუბრებენ ტექნოლოგიებსა და ახალ ტრენდებზე, რომლებიც გლობალური განვითარების სურათს ყოველდღიურად ცვლიან. მოწვეული სპიკერები ვორქშოფების, კონფერნეციების, პანელური დისკუსიებისა და არაფორმალური შეხვედრების ფორმატში, სტუმრებს გაუზიარებენ უნიკალურ ცოდნას იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ ესა თუ ის ტექნოლოგიური ხელსაწყო პიროვნული ზრდის და კარიერული წარმატების მისაღწევად.
10+ გადაკვეთის წერტილი ტექნოლოგიურ სფეროსთან
გლობალ ტექ ვიქენდ თბილისზე წარმოდგენილი ინდუსტრიების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა და ამჯერად 10-ზე მეტ ერთმანეთისგან განსხვავებულ მიმართულებას აერთიანებს:
• ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech
• ფინტექი და ბანკინგი
• ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი
• ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა
• ვიდეოთამაშები და eSports
* სპორტი
• კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები
• ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
• ჯანმრთელობის ტექნოლოგიები
• მედია და ციფრული მარკეტინგი
• ხელოვნება და კულტურა
,,დღეს ტექნოლოგიას და მის ხელსაწყოებს, ფაქტობრივად, ყველა სფერო და ბიზნესი იყენებს. სწორედ ამ მიზეზით მთავარ ღონისძიებაზე მოვიწვიეთ როგორც ურბანისტები და სპორტის ანალიტიკოსები, ისე ჯანდაცვის სფეროს ან კულტურის ექსპერტები. ჩვენს ვორქშოფ და ნეთვორქინგ ზონებში შეხვდებით მოდის სფეროს წარმომადგენლებს, ვიდეო თამაშების ინჟინრებს და ანიმატორებს. ეს სია გრძელდება და ბევრ ნიშურ პროფესიას მოიცავს. ცხადია, მთავარი ფოკუსი მაინც თავად ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებზე იქნება, თუმცა გარანტიას ვიძლევით, რომ ხვალ Factory Tbilisi-ში ყველა ინტერესის ადამიანი იპოვის სათავისო სცენას.” – ამბობს ნოდო ივანიძე, მოძრაობის თანადამფუძნებელი.
აქ სტუმრები ნახავენ ისეთ დიდ მსოფლიო ბრენდებს, როგორიც არის მეტა, Google, Fuckup Nights, Monday.com, დოლჩე და გაბანა… მაგრამ სხვადასხვა სცენაზე ასევე შეხვდებიან ლოკალურად ცნობადი ბრენდების, სტარტაპების თუ უნივერსიტეტების წარმომადგენლებსაც: არტარეა, OK! Magazine Georgia, თიბისი, Theneo, University of Georgia, Tegeta, Amadeo და სხვები…
5 სცენა და 200-ზე მეტი გამომსვლელი
გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 19 ივნისს დაიწყო, რომლის განმავლობაშიც ვორქშოფები, ლექციები და კონფერენციები მთელი ქალაქის მასშტაბით ჩატარდა. ხვალ კი, 20 ივნისს, GTWT 2026-ის მთავარ ღონისძებას Factory Tbilisi უმასპინძლებს, რომელიც კონცეპტუალურად არის დაყოფილი, ინდუსტრიების შესაბამისად.
ხვალ,,კოკა-კოლას” ყოფილ საწარმოში მისულ სტუმრებს შეგეძლებათ მოუსმინოთ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს და მიიღოთ შთაგონება ისეთი სფეროდან, რომელიც შეიძლება თქვენთან პირდაპირ კავშირში არც გეგონათ რომ იყო. აქვე, წარმოდგენილი მიმართულებების მიხედვით, გიზიარებთ ჩვენს რამდენიმე რეკომენდაციას მთავარი ღონისძიებიდან:
ხელოვნური ინტელექტი და Deep Tech
AI and the Big Rethink of Global Software Investing
Ronald Weissman (Band of Angels)
ფინტექი და ბანკინგი
Speak of the Devil: The CRM Stories No One Talks About
Alex Korn (T1A), Christos G. Bompolis (Salesforce)
ინოვაციები, Web3 და ბლოკჩეინი
Crypto Market & Web3: From Speculation to Real-World Adoption
moderated by Arman Mamyan (Animoca Brands)
ურბანული ინოვაციები და არქიტექტურა
Protopia World Stack: Designing Livable Futures
Monika Bielskyte (Protopia Futures)
სპორტი
Football's Blind Spot: How Technology Will Transform the $100B Market Nobody Is Serving
George Nurov (Playbox)
ვიდეოთამაშები და eSports
SMH SPORTS — Fan Engagement Technologies
Adam Stighall (Forza / Heja.io)
კრეატიული და მოდის ტექნოლოგიები
PowerBI Deployments in the Beauty Industry
Marco Tombolini (Dolce & Gabbana Beauty)
ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა
Technology, Taste & the New Experience Economy
Robert Joseph, Mari Jobava, Guram Baghdoshvili
ჯანმრთელობის ტექნოლოგიები
No Final Draft
Hugo Barbera, Maria Vinagre (HumAIn)
მედია და ციფრული მარკეტინგი
Rewiring Creativity for Better: Two Decades of Fighting Bullsht in Marketing
Thomas Kolster
ხელოვნება და კულტურა
Previsualization: Getting it Right by Getting it Wrong
Dane Armour (Prior Works)
სპიკერების სრული სია და პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ მოძრაობის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 21 ივნისამდე გრძელდება. ამ დღეს სტუმრებს კულტურული ღონისძიებები, არაფორმალური ბიზნეს შეხვედრები და დახურვის ცერემონია ელოდებათ.
რეგიონის უდიდეს ტექნოლოგიურ დღესასწაულზე მოსახვედრი ბილეთების შეძენა შესაძლებელია პლატფორმებზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge | whatabout.live
ღონისძიებების შესახებ განახლებადი ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ GTWT 2026-ის ოფიციალურ სოციალურ მედია არხებს:
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.