მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

ინფრასტრუქტურის მინისტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს ადგილზე გაეცნო

news image
mbc image

„დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დავათვალიერეთ. მათ შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტები, რომლებიც აქტიურად ხორციელდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გავეცანით მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის სტიქიის შედეგად წარმოშობილ პრობლემებს. შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად სამინისტრომ უკვე დაიწყო მუშაობა და დაგეგმილია კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. სამინისტრო მუნიციპალიტეტში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. გვაქვს პროგრესი და უახლოეს პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ“-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტისას განაცხადა.

რევაზ სოხაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად პროექტების მიმდინარეობა, არსებული საჭიროებები და სამომავლო გეგმები განიხილა.

მინისტრთან ერთად წალენჯიხაში იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები, საქართველოს პარლამენტის წევრები - ირაკლი ზარქუა და ილია ინჯია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პროექტების მონიტორინგის ფარგლებში რევაზ სოხაძემ დაათვალიერა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ობიექტზე სამუშაოების შესრულების ტემპი და ხარისხი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორის პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს და განიხილავს კომპანიის შეცვლის შესაძლებლობასაც.

მინისტრი ასევე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, სადაც ქალაქ ჯვრის წყალმომარაგების სტრატეგიულ ობიექტს გაეცნო. ადგილზე განთავსებული რვა მოქმედი ჭაბურღილი ქალაქ ჯვრის წყალმომარაგებას უზრუნველყოფს, თუმცა ენგურის წყლის დონის მატების პერიოდში ტერიტორია პერიოდულად იტბორება. პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის დაიგეგმება ჭაბურღილების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რაც დაიცავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას დატბორვისგან და უზრუნველყოფს ქალაქ ჯვრის მოსახლეობის საიმედო და უწყვეტ წყალმომარაგებას.

რევაზ სოხაძე ქალაქ წალენჯიხის №5 საჯარო სკოლის ახალ შენობასაც ეწვია, სადაც დასრულების შემდეგ მიმდინარეობს მიღება-ჩაბარებამდე აუცილებელი საბოლოო სამუშაოები. 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სრულად შეესაბამება თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებს, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მოსწავლეებს თანამედროვე სასწავლო გარემოს შესთავაზებს.

მინისტრი ასევე შეხვდა წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს. შეხვედრაზე მან ახალი, 600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირების მიმდინარე ეტაპი წარადგინა და აღნიშნა, რომ დასრულებულია ესკიზური პროექტი, ჩაბარებულია პროექტირების პირველი ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.

რევაზ სოხაძემ შეხვედრის მონაწილეებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო, სპორტული და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო. მათ შორის, სოფელ ფახულანის თემის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა, სოფელ საჩინოს თემის №1 საჯარო სკოლის დასრულებული პროექტი, 250 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება, ქალაქის არსებული სტადიონის რეაბილიტაცია, ასევე ტერენტი გრანელის სახელობის პარკისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ახალი სარეკრეაციო სივრცეების მოწყობის პროექტირება.

წალენჯიხაში ერთდროულად ხორციელდება და იგეგმება ისეთი პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. თანამედროვე გზების, წყალმომარაგების სისტემების, სკოლების, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების განვითარება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნასა და მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებას ემსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში პირველკლასელებმა მეორე დღეს 2 933 ნერგი დარგეს

23.10.2026.17:42

საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, მეორე დღეს პირველკლასელებმა 2 933 ნერგი დარგეს.

გამწვანების ღონისძიებები ქედაში, შუახევში, ამბროლაურში, ონში, ცაგერში, კასპში, ბორჯომში, ახალციხეში, თიანეთსა და დუშეთში გაიმართა. პროგრამა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და საქართველოს მასშტაბით 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში 41 000-ზემეტი პირველკლასელი ჩაერთვება. 

„ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომლის მიზანია ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბავშვებში ბუნებაზე ზრუნვის პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება.პროგრამის ფარგლებში თბილისსა და საქართველოს ათივე რეგიონში პირველკლასელები საკუთარ პირველ ნერგს დარგავენ. 

ნერგების სახეობები რეგიონების კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა ქართული მუხა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიურიდა ელდარის ფიჭვი და სხვა სახეობები.თითოეული პირველკლასელისთვის გათვალისწინებულია ერთი ნერგი. ბავშვები უშუალოდ მონაწილეობენ დარგვის პროცესში, შემდგომ კი შესაძლებლობა ექნებათ, დააკვირდნენ საკუთარი ნერგის ზრდას და იზრუნონ მასზე.პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ელექტრონული პლატფორმა - cheminergi.eiec.gov.ge, სადაც ბავშვებს, მშობლებისა და მასწავლებლების დახმარებით, შეუძლიათ დარგული ნერგის შესახებ ინფორმაციის შეყვანა და ფოტოს ატვირთვა. 

პლატფორმის საშუალებითშეიქმნება პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგების ერთიანი მონაცემთა ბაზა.პროგრამის განხორციელებაში ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა