ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 104%-ით შეასრულა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის პირველი 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 104%-ით შეასრულა.
სამინისტრომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიარდ 33 მილიონი ლარი მიმართა, რითაც ბიუჯეტის გეგმას (996.9 მილიონი ლარი) 36.6 მილიონი ლარით გადააჭარბა.
საანგარიშო პერიოდში სამინისტროს მართვაში არსებული უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდა საგზაო, წყალმომარაგების, საგანმანათლებლო, ტურისტული და სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება.
2026 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აითვისა 638.1 მილიონი ლარი, რაც გეგმის 106%-ს შეადგენს; საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 250.5 მილიონი ლარი, რაც გეგმის 99%-ია; საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ – 140.3 მილიონი ლარი, რაც გეგმის 104%-ს შეადგენს.
სხვა სიახლეები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს შეხვდა
01.07.2026.16:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბრეტ რობინსონს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მსოფლიო რაგბის ორგანიზაციასთან მრავალწლიან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რასაც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვაც ადასტურებს. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელების მზადყოფნა დაუდასტურა.
აღინიშნა, რომ რაგბი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული სპორტის სახეობაა და მისი შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო დონის სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებას, დაფინანსების მუდმივი ზრდა კი ქართული რაგბის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას ისახავს მიზნად.
შეხვედრას რაგბის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დევიდ ქარიგი, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი დავით კაჭარავა დაესწრნენ.