მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7145.7
-0.0076
flag
AZN 1.5396
-0.0005
flag
CNY 38.807
-0.0012
flag
EUR 3.0191
-0.0014
flag
GBP 3.5318
-0.0079
flag
KZT 56.26
0.0002
flag
TRY 0.0548
0
flag
USD 2.6171
-0.001
news banner

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბათუმის, ჭიათურის, ახმეტის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში და თბილისში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, ვიქტორ სანიკიძე, იმერეთისა და კახეთის მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულები, სპორტისა და კულტურის სამინისტროების, ბათუმის, ჭიათურის, ყვარლის და ახმეტის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე), არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

კომისიის წევრებმა განიხილეს ბათუმის ისტორიული ბულვარის განახლების 3 კონცეფცია. დაგეგმილია ბულვარის სასეირნო ზონისა და ველობილიკების, გამწვანებული სივრცისა და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება მდინარე ჭოროხზე ბათუმი–გონიოს დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის პროექტირებას, რაც ხელს შეუწყობს არსებული სივრცეების ყველა სეზონზე ფუნქციონირებას და ტურიზმის განვითარებას.

კომისიამ ასევე იმსჯელა ჭიათურაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის და ამორტიზებული სტადიონის უეფას III კატეგორიის შესაბამისი რეკონსტრუქციის 2 პროექტზე.

ჭიათურაში, არანაკლებ 6000-ადგილიან სტადიონზე უნდა მოეწყოს განახლებული ტრიბუნები, მედიასივრცე, გასახდელები, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები, კომერციული და ადმინისტრაციული ზონები.

ასევე იგეგმება საცურაო აუზისა და კალათბურთის დარბაზის სრული რეაბილიტაცია.

საკონკურსო კომისიაზე წარმოდგენილი იყო თბილისის №42 საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო წინადადებაც.

პროექტის ფარგლებში, დემონტირებული შენობის ნაცვლად, უნდა აშენდეს ახალი, 800 მოსწავლისთვის გათვალისწინებული სკოლა, შენარჩუნდეს არსებული გეგმარებითი პარამეტრები, თუმცა არქიტექტურული გადაწყვეტა სრულად უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე საგანმანათლებლო, ტექნიკურ და უსაფრთხოების სტანდარტებს.

კომისიის წევრებმა განიხილეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ შემეცნებით-ტურისტული სივრცისა და საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობის 3 პროექტი.

ალავერდის მონასტრის მნიშვნელობის გათვალისწინებით, დაგეგმილია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ერთიანად მოიცავს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და დასასვენებელ სივრცეებს. ამასთან, სტუმართა ნაკადების მართვა უნდა გახდეს უფრო მარტივი, ორგანიზებული და უსაფრთხო.

ასევე უნდა მოეწყოს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე ტურისტული ავტობუსებისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური ავტოსადგომი, სადაც განთავსდება ელექტრომობილების დამტენი სადგურები.

გარდა ამისა, კომისიაზე წარდგენილი იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელობის ყვარლის სახალხო თეატრის რეაბილიტაციის კონცეფცია.

პროექტის მიზანია გასული საუკუნის 60–70-იან წლებში აშენებული შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება და მისი სრულყოფილი რეაბილიტაცია, ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესება და თანამედროვე, მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრად გარდაქმნა.

საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას - შემოსავლების სამსახური

13.08.2026.17:03

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

„უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, აღნიშნულ საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები, ასევე ადგილზე მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და სასაზღვრო პოლიციის ყველა წარმომადგენელი, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები, სატვირთო/მსუბუქი ავტომობილები, მათი მძღოლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე.

აქვე განვმარტავთ, რომ „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა