Inner Farm Talks მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის დღე
Inner Farm Talks - მენტალური კეთილდღეობისთვის გამართული წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, ინერის და კიკეთის ფერმის ორგანიზებით, მასპინძელი - ლიკა ევგენიძე.
ღონისძიება კიკეთის ფერმის გარემოში გააერთიანებს სფეროს წამყვან პროფესიონალებს და მათ, ვისთვისაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.
ბუნებრივ გარემოსთან სინთეზში, დაგხვდებათ განსხვავებული სივრცეები ცოდნის გაზიარებისთვის და ახალი გამოცდილების მისაღებად.
მთავარ სცენაზე შეხვდებით სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც დაგეხმარებიან განსხვავებული რაკურსით, მიიღოთ მეტი ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე.
მთავარი გამოსვლების პარალელურად, ტერიტორიაზე განთავსებული იქნება თემატური ზონები, სადაც შეძლებთ პირადად გამოცადოთ ისეთი გიდირებული პრაქტიკები, როგორებიცაა: ბგერითი თერაპია, იოგა, არტთერაპია, mindfulness და სუნთქვითი პრაქტიკები, მითოდრამის ჯგუფური სესია, ფსიქოლოგებთან შეხვედრები და მოუსმინო სხვა ადამიანების ამბებს storytelling-ის სივრცეში.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იქნება იაპონური წარმოშობის საუნდჰილერი და ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი – Kenji Azuma. მისი პრაქტიკა აერთიანებს მედიტაციას, ენერგეტიკულ მუშაობას და იმ იდეას, რომ ხმა არა მხოლოდ მუსიკალური გამოცდილებაა, არამედ სხეულის, ნერვული სისტემის და ცნობიერების რეგულირების ინსტრუმენტიც.
მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვის დღე დაიხურება ლიკა ევგენიძის და Kenji Azuma-ს პერფორმანსით, რომელიც გაიმართება ღია სივრცეში, ბუნების გარემოში. პერფორმანსი იქნება ბგერითი თერაპიის, მედიტაციის და მუსიკალური ნამუშევრების ერთობლიობა.
ბილეთების გაყიდვა უკვე დაიყწო: tkt.ge/INNERFARMTALKS
სტუდიო ლიბერთის Mastercard World Elite და Visa Platinium ბარათებით ღონისძიების ბილეთის შეძენისას, ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით, მაქსიმალური ლიმიტი 120 ლარი.
სხვა სიახლეები
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე - ირაკლი კობახიძე
26.06.2026.13:15
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სტრუქტურული ოპტიმიზაციის და ტარიფების ცვლილების შედეგად, შემოსავალი გაიზარდა 47%-ით - 9.4 მილიონი ლარიდან 13.8 მილიონ ლარამდე.
„გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე. დაიწყო მსხვილტონაჟიანი ტანკერების მიღებაც. საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით გასული საანგარიშო წლის განმავლობაში. საზღვაო ნავსადგურებში გატარებული კონტეინერების რაოდენობა გაიზარდა 17%-ით. 30%-ით გაიზარდა საბორნე გადაზიდვები საქართველოს ნავსადგურებში და 540 000 ტონას გადააჭარბა. გუშინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება - ფოთში შენდება ახალი ნავმისადგომი ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.