ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს უწყობს პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნას - ავთანდილ კასრაძე
„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ცოდნაზე და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკური გარემოს შექმნა წარმოადგენს“- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, უნარებისა და ინოვაციების ფორუმის ფარგლებში, ქვეყანაში ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებაზე საუბრისას აღნიშნა.
GITA - ს თავმჯდომარემ სააგენტოს პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიული განათლების განვითარებას და ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას.
“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განვითარება გლობალური მასშტაბით კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნელად და აუცილებელია საჭირო და სწორი ცოდნა იმისათვის, რომ გლობალურ ტექნოლოგიურ სივრცეში წარმატებას მიაღწიო. სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და შესაბამისად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმალურად ცდილობს პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის შექმნასა და გაჯანსაღებას”,- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
უნარებისა და ინოვაციების ფორუმმა პროფესიული განათლების, ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის თანამედროვე გამოწვევების გარშემო სახელმწიფოს, ბიზნესისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა. ღონისძიებას Skillwill Swiss College-ის კამპუსმა უმასპინძლა. ფორუმის მთავარი თემა იყო თანამედროვე უნარები, პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია და ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარება საქართველოში.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს
28.05.2026.17:00
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა" და ,,ქუთაისის აეროპორტის" საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში - 170 240 ევრო და 200 200 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 1 076 582 ლარი შეადგინა.
სამართალდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით ჯარიმა, საერთო ჯამში -107 658 ლარი შეეფარდათ.