მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.5
-0.0161
flag
AZN 1.5416
-0.0025
flag
CNY 38.979
-0.0068
flag
EUR 3.0314
-0.011
flag
GBP 3.5322
-0.0205
flag
KZT 57.61
0.0031
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6205
-0.0045
news banner

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მესტიაში ბიოტექნოლოგიების ბანაკი მიმდინარეობს

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, მესტიაში ბიოტექნოლოგიების ბანაკი მიმდინარეობს. ბანაკი სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და მასში 100 ახალგაზრდა მონაწილეობს.

ექვსი დღის განმავლობაში ბანაკის მონაწილეები გაეცნობიან ბიოტექნოლოგიების თანამედროვე მიმართულებებს, საერთაშორისო ტენდენციებსა და მათ გამოყენებას სხვადასხვა სფეროში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს პროგრამირების, ბიოტექნოლოგიებისა და სხვა მოთხოვნადი მიმართულებების შესახებ, ასევე ექსპერიმენტებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ბანაკის მთავარ მიზანს ახალგაზრდების ბიოტექნოლოგიების მიმართ დაინტერესება წარმოადგენს. 

ბანაკის მონაწილეები დაეუფლებიან სამეწარმეო და ინოვაციურ აზროვნებასთან დაკავშირებული უნარების განვითარებას, პრობლემების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის სპეციფიკას და იმუშავებენ რეალურ პრობლემებზე, განავითარებენ იდეებს და შექმნიან პროტოტიპებს, რომლებიც ბანაკის დასასრულს წარმოდგენილი იქნება გამოფენის ფორმატში.

პროექტს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ახორციელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

03.09.2026.13:43

ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრში სტუმრები შეძლებენ მიიღონ დეტალური ინფორმაცია ეროვნული პარკის, მისი ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებისა და არსებული საფეხმავლო ბილიკების შესახებ. ასევე, ადგილზე შეძლებენ დაგეგმონ საკუთარი მოგზაურობა და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი.

ერუშეთის ეროვნულ პარკში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების (BSLD) პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

ერუშეთის ეროვნული პარკი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ასპინძისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს და მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტებით გამოირჩევა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა