ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში მიმდინარეობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ პრე-აქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაცია გამოაცხადა. ამჯერად, პროგრამის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან შეირჩევიან.
პრე-აქსელერაციის პროგრამა რეგიონში მცხოვრები ინოვაციური მეწარმეებისთვის შექმნილი 4-კვირიანი ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული კურსია, რომელიც მონაწილეებს იდეის ინოვაციურ პროდუქტად სწორად განვითარებაში ეხმარება. პროგრამა მოიცავს 8 თეორიულ და პრაქტიკულ მოდულს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერასა და პროფესიონალურ უკუკავშირს საკუთარი იდეების განვითარებისა და დახვეწისთვის.
პროგრამა სრულად გუნდურ ფორმატზეა დაფუძნებული. მონაწილეები ჯგუფებად დარეგისტრირდებიან და ინტენსიური, პრაქტიკული სასწავლო მოდულების განმავლობაში იმუშავებენ შემდეგ ძირითად მიმართულებებზე: იდეის ვალიდაცია და ბაზრის ანალიზი; პროდუქტის განვითარება (MVP); ბიზნეს და სტარტაპ მოდელების ჩამოყალიბება; პროექტის წარდგენა (Pitching) და ინვესტორებისთვის მომზადება.
პრე-აქსელერაციის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.
მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამა უკვე ჩატარდა სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთის, ქვემო-ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში.
სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში განაცხადების მიღება სრულდება 5 სექტემბერს. რეგისტრაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:
https://apps.mygita.ge/zs/m3CZ2e
სხვა სიახლეები
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
24.10.2026.15:22
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.