მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

ირაკლი ქარქაშაძე | რამდენად გაიზარდა ქვეყნის შემოსავლები მოგზაურობიდან

news image
mbc image

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩვენ რამდენიმე ბაზრის მონიტორინგს დავხურავთ წლის ბოლომდე - ირაკლი ლექვინაძე

05.10.2026.12:09

ჩვენ რამდენიმე ბაზრის მონიტორინგს დავხურავთ წლის ბოლომდე, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

„ჩვენ რამდენიმე მონიტორინგს დავხურავთ წლის ბოლომდე. ახლა 9 თვის მონაცემების მიხედვით შევხედავთ საწვავის ბაზრის ვითარებას, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ფასები იზრდება გარე ბაზრებზე არასტაბილურობის გამო - არამარტო ფასების ზრდის, არამედ ლოჯისტიკურ ჯაჭვებში სრული გაურკვევლობის გამო. იმიტომ, რომ იმდენად, გაურკვევლად იცვლება ფასები, რომ ძნელია რაიმეს პროგნოზირება. თუმცა ჩვენ ამ საკითხს მუდმივად ვაკვირდებით და 9 თვის სურათსაც წარმოვადგენთ.

რასაც დავასრულებთ, ალბათ, უახლოეს პერიოდში იქნება სამედიცინო სერვისების ბაზარი. რამდენიმე ციფრს გავუსვამ ხაზს: 2025 წლის მდგომარეობით, ჯამში სამი წელი გვაქვს შესწავლილი, 13 000 სამედიცინო მომსახურების მიმართულებაა შესწავლილი ჩვენს მიერ. იდენტიფიცირებული გვაქვს, სად მოხდა ფასების ზრდა, რა ნაწილში და ასევე, სად არის მაღალი ფასნამატი.

დაახლოებით 300-მდე, 300-350 სერვისი გამოვკვეთეთ, სადაც შეიძლება ფასნამატი იყოს 100% და მეტი. შემდგომი ეტაპი იქნება, რომ შევხედოთ, რითი არის ეს საკითხი გამოწვეული.

ჯამში, ამ ბაზარზე მინდა გითხრათ, რომ კონცენტრაციის მაჩვენებელი დაბალია, კონკურენცია მაღალია და კლინიკებს შორის ძალიან აქტიური კონკურენციაა. ამას ჩვენს ანგარიშში ძალიან კარგად წარმოვადგენთ.

დავხურავთ ასევე პესტიციდების და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგს. აქაც ახლა ვმუშაობთ რამდენიმე ბაზარზე, იდენტიფიცირებულია დომინანტი კომპანია და მაღალი ფასნამატი. რითი არის გამოწვეული, რომ, აი, ეგ სურათი გვქონდეს, და ალბათ რამდენიმე რეკომენდაციით შემოვიფარგლებით“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა