მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირაკლი ლექვინაძემ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეული გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

news image
mbc image

11 მარტს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ. „ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერების ვალდებულება იკისრა. 2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი დაამტკიცა და ამავე წლის  ნოემბრიდან ჩვენ აღსრულების პროცესი დავიწყეთ. 2023 წელს, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული რეკომენდაციებისა და პრაქტიკაში გამოკვეთილი რიგი დეტალების დაზუსტების მიზნით, კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.

მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვის, მათი ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება გადამწყვეტია. ამას ემსახურება სწორედ კვირეულის ფარგლებში ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრები მიზნობრივ აუდიტორიასთან თბილისში, გურჯაანში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მონაწილეობას იღებენ - მარეგულირებელი უწყების, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მადლობა ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის".

ირაკლი ლექვინაძის განმარტებით ფინალურ ეტაპზეა მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც მარეგულირებელი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით მუშავდება და მოიცავს  - 2024-2026 წლების პერიოდს. 

„დოკუმენტში ასახულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიზნები და ამოცანები, არსებული გამოწვევები, რომლებსაც  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები აწყდებიან და  მოიცავს იმ აუცილებელ ზომებს, რომელიც საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მისაღწევად არის საჭირო".

სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში,  სააგენტომ  700-ზე მეტი საქმე განიხილა, რომელთა 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა. „ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უმეტესობა, მომხმარებლის სასარგებლოდ, თითქმის, 70% პირობითი ვალდებულების აღების შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა.  მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა 58 შემთხვევაში, ხოლო 6 შემთხვევაში არ დადასტურდა. სააგენტოს საქმიანობის შედეგად, მომხმარებლებმა, დაახლოებით, 500 000 ლარის პირდაპირი სარგებელი მიიღეს, ხოლო სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 22 მოვაჭრეს,  30 983 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა ინტერესების შესაბამისად, დადგინდა მნიშვნელოვანი სტანდარტები. მათ შორის, სოციალურ მედიაში - ფასის მითითების, სარეკლამო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის, ქართულ ენაზე მომსახურების გაწევის, დროში შეზღუდული შეთავაზების(ფასდაკლების), საცნობარო/კვებით მენიუში ჯამური ფასის მითითების სტანდარტი  და ა.შ.", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ. 
მისივე განცხადების თანახმად, 2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი გახდა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მომუშავე 80-ზე მეტი ქვეყნის უწყებას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს მთელ მსოფლიოში და არის  წარმატებულ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ინტერაქციის საერთაშორისო პლატფორმა.

კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები დაგეგმილია 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს - ბათუმში. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა