მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქმიანობის ანგარიში წარადგინა

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. 

 

GCCA-ის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა, 2022-2025 წლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებზე, მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად უწყების მიერ დადგენილ სტანდარტებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. „2022 წლის 1 ნოემბერს, სააგენტომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულება დაიწყო. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მომართვიანობა გაორმაგებულია. 2025 წლის იანვარ-თებერვალში, შემოსული განცხადებების რაოდენობა 60%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

2022-2025 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათ მილიონ ლარამდე აუნაზღაურდათ. საანგარიშო პერიოდში, ძირითადად, პრეტენზია ფიქსირდება ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე. ონლაინ ვაჭრობა იკავებს 70%-ს, ხოლო ნივთის ადგილზე შეძენა 30%-ს. მომართვიანობის მიხედვით ლიდერობს თბილისი 83%, რომელსაც მოყვება აჭარის რეგიონი 5% და იმერეთი 4%.", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

მისივე განმარტებით, 2024 წელს, საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა, რომელიც 2024-2027 წლებში, მარეგულირებელი უწყებების ერთობლივ აქტივობებს და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით უწყებების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.  „ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვახორციელებთ. მათ შორისაა - ნოემბრის თვეში, საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა" და მარტის თვეში - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული, რომელიც მოიცავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან შეხვედრას",- განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.

 

მან ასევე დეტალურად ისაუბრა უწყების მიერ მიღებულ მნიშვნელოვან ქეისებზე და დადგენილ სტანდარტებზე. მისი განცხადებით, სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით,  2024 წელს, GCCA-ის მიერ მომზადდა - საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში პირთა ცნობიერების ამაღლების სახელმძღვანელო. ასევე, სმენა და მხედველობადაქვეითებული მომხმარებლების საჭიროებებზე ადაპტირებული ვიდეო და ბეჭდური მასალა და ა.შ. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა - შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების, რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების, სასკოლო-საგანმანათლებლო სექტორში ჩართული პირების ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებას და მათთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ფორმირებას.  საკომიტეტო მოსმენაზე საუბარი შეეხებო საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს, სადაც აღინიშნა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის აღსრულების დაწყებიდან 2 წლისთავზე მსოფლიო ბანკის (World Bank Group) მიერ GCCA-ს ერთ-ერთი ქეისი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული 40 ქვეყანას შორის და შესაბამისი პრიზიც იქნა მოპოვებული.

 

საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, GCCA-ის თანამშრომლები, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა