მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ისტორიული კონკა ძალიან მალე განახლებული სახით დაბრუნდება - ვახტანგ ჟვანია

news image
mbc image

ისტორიული კონკა ძალიან მალე განახლებული სახით დაბრუნდება - ამის შესახებ, იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ჩვენ ორი ქორწინების სახლის მშენებლობის შესახებ დავაანონსეთ და ვისაუბრეთ თქვენთან ერთად. ეს ორივე პროექტი არის გამორჩეული ნიშანი იმისა და შედეგი იმისა, თუ როგორ შეიძლება იუსტიციის სახლმა მუნიციპალიტეტთან ერთად თანამშრომლობით დაიწყოს გამორჩეული პროექტი.

ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ, როგორც მესტია, ისე ბათუმი, არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ, შესაბამის მუნიციპალიტეტებთან და ქალაქის მერებთან ერთად, ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული კონცეფცია, გამოიყო ლოკაცია მშენებლობისთვის და ახლა უკვე მიმდინარეობს მზადების პროცესი.

იგივე შემიძლია ვთქვა თბილისთან მიმართებით და მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას, თბილისის განვითარების ფონდს, რომელთან ერთადაც უკვე დაიწყო კონკის რეაბილიტაცია. კონკა არის ისტორიული შენობა, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ის არქიტექტურული ძირითადი ნიუანსები სრულად შეგვენარჩუნებინა. ამიტომ ჩვენ მივიღებთ განახლებულ კონკას ძალიან მალე და ეს განსაკუთრებული შენობა ისევ დაიბრუნებს თავის მნიშვნელობას. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქორწინება შედგება კონკის ქორწინების სახლში.

იგივე შემიძლია გითხრათ სიღნაღთან მიმართებით. თქვენ ასევე იცით, რომ სიღნაღშიც ისტორიულ შენობაშია განთავსებული ქორწინების სახლი. აქაც პროექტი მომზადებულია, საზოგადოებას ეს პროექტი წარვუდგინეთ, ასევე ყველა საექსპერტო დასკვნა მომზადებულია და ძალიან მალე დაიწყება რეაბილიტაციის პროცესი.

იგივე შემიძლია გითხრათ უზნაძის ქორწინების სახლთან მიმართებითაც. აქაც გვინდა, რომ ძალიან მალე დავიწყოთ რეაბილიტაციის პროცესი.

ყველა ეს აქტივობა, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და რომელიც ქორწინების სახლებს და სივრცეებს შეეხება, ბუნებრივია, ორიენტირებულია იმაზე, რომ ადამიანებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება საქართველოს მოქალაქე თუ ჩვენი სტუმარი, ყველასთვის ეს განსაკუთრებული დღე იყოს გამორჩეულად ლამაზი.

ამ მიმართულებით მივდივართ ჩვენც და გვინდა, რომ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა გვქონდეს სრულად მზად ამ ყველაფრისთვის. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული დღე თითოეული ადამიანისთვის ყოველთვის დასამახსოვრებელი უნდა იყოს“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

06.10.2026.14:35

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მმართველობა, მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის სექტორებში არსებულ გლობალურ ტენდენციებსა და ახალ პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, მედიამომსახურების მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის.

დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლს, ასევე ტელეკომუნიკაციების, კონკურენციის, მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ უწყებებს შორის კოორდინაციას.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტიან რეგულირებასა და ინოვაციას, ინვესტიციებსა და კონკურენციას შორის ბალანსზე. საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკებსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობას.

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.

დასასრულს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ გარემოში, ქვეყნის პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა