მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.3
0.0004
flag
AZN 1.5312
-0.0001
flag
CNY 38.806
-0.0011
flag
EUR 2.9263
0.0094
flag
GBP 3.4478
0.0048
flag
KZT 57.66
0.0071
flag
TRY 0.0529
-0.0001
flag
USD 2.6025
-0.0007
news banner

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალთან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო

news image
mbc image

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ბოლო გაჩერება მოეწყო.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„დედაქალაქში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ერთ-ერთი ასეთი პროექტი თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელა. მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხიზანიშვილის ქუჩის N81-ში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერება მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 000-მდე კვ.მ ფართობზე შესრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ბეტონის საფარი, რაც ავტოსადგომის სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, ასევე, ტროტუარები, მგზავრთა მოსაცდელები და კუნძულები. დაიხაზა შესაბამისი საგზაო მონიშვნებიც. შშმ პირთა კომფორტული გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით ტერიტორია აღიჭურვა პანდუსებითა და ტაქტილური ბილიკებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, მისივე თქმით, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა და დაირგვება ხე-მცენარეები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკატერინე მიქაბაძემ BSTDB-ის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

07.10.2026.11:54

საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმი საქართველოსა და ფართო რეგიონის საინვესტიციო გარემოს, კერძო სექტორის საჭიროებებსა და ბიზნესის განვითარების პერსპექტივას, ასევე რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას მიეძღვნა. ფორუმის ფარგლებში განიხილეს საქართველოში BSTDB-ის დაფინანსებით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები.

ბიზნესფორუმის მონაწილეებს მიესალმა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. მისი განცხადებით, საქართველოს ეკონომიკამ გლობალური რყევებისა და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, ძლიერი დინამიკა შეინარჩუნა. 2021-2025 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო წლიურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.6 პროცენტი შეადგინა.

ეკატერინე მიქაბაძის შეფასებით, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი, განვითარებული საფინანსო სექტორი და სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა. საქართველოსა და BSTDB-ს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერება და მისი განვითარების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, ქმნის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისა და კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობებს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და კერძო სექტორს შორის. ისეთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორიცაა BSTDB, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისკენ მიმართული ინვესტიციების მხარდაჭერაში, ასევე სხვა სექტორების დაფინანსებაში, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქართველოსა და მთლიანად რეგიონის გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას BSTDB-სა და სამ ქართულ კომერციულ ბანკს შორის, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაძლიერებას ემსახურება.

ფორუმში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კომერციული ბანკების, ბიზნეს სექტორისა და წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

BSTDB მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობას სხვადასხვა პროექტისა და სავაჭრო დაფინანსებისთვის სესხების, საკრედიტო ხაზების, კაპიტალში მონაწილეობისა და გარანტიების უზრუნველყოფით საჯარო და კერძო სექტორებში მის წევრ ქვეყნებში. საქართველო შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. დაარსებიდან დღემდე ბანკმა, საქართველოში 46 პროექტი დააფინანსა და ამ მიზნით 631 მილიონი ევრო გამოყო.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა