მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჯანმოს ექსპერტები DRG მოდელს წარმატებულად აფასებენ

news image
mbc image

საქართველოში, სამედიცინო დაწესებულებების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი პარტნიორები აფასებენ - მათი თქმით, სისტემის დანერგვიდან 1 წლის თავზე, ქვეყანამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

როგორც ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს უფროსი ექსპერტი კრისტინე პუტნინა ამბობს, საქართველომ, ამ მიმართულებით, ამოქმედებიდან, 1 წლის თავზე დიდ პროგრესს მიაღწია.

„გაოცებული დავრჩი, თქვენ მიერ მიღწეული პროგრესით. რადგანაც, ამ ერთი წლის განმავლობაში,  თქვენ ნამდვილად იმაზე მეტს მიაღწიეთ ზოგიერთი მიმართულებით, ვიდრე ჩვენ - 10 წლის განმავლობაში. ეს შესანიშნავია. თქვენ, ნამდვილად სიღრმისეულად და სწორად მოქმედებთ“.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, DRG სისტემის შემუშავებისა და დანერგვისას, მჭიდროდ თანამშრომლობდა ლატვიის ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოში არსებული მოდელი სწორედ ლატვიის მაგალითის მიხედვით შეიქმნა.

DRG სისტემის დაგეგმვისა და ამოქმედების პროცესში, აქტიურად იყვნენ ჩართულები საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის ექსპერტი კრისტინა კაჰურიც ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში, DRG  რეფორმის მომზადება, რაც ქვეყანამ ძალიან კარგად გააკეთა.

„ვფიქრობ, არის ბევრი მიღწევა, რითაც ქვეყანას შეუძლია, იამაყოს: დაწყებული პაციენტების მხრიდან თანაგადახდის შემცირებით, იმიტომ რომ ის მართლაც შემცირდა. მეორე საკითხია, პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა. DRG-ს იმპლემენტაცია არ არის მხოლოდ ერთჯერადი ქმედება - ის საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, რათა იცოდეთ, სად არის სირთულე და რისი დახვეწაა საჭირო“.

სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების  DRG მოდელი, საქართველოში, 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. რეფორმის დაწყებიდან, 1 წლის შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად, სამჯერ, 27%-დან 10%-მდე შემცირდა.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა