მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ჯეოქეისმა“ სუვერენულ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთწლიან პერიოდზე განხილვა გამართა

news image
mbc image

ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ განხილვა სახელწოდებით: „სუვერენულუკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის პერიოდის ანალიზი“ გაიმართა.

 

ონლაინ განხილვა მიზნად ისახავდა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინისწინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული, უსამართლო და უკანონო ომის ერთი წლის პერიოდისმიმოხილვასა და დასავლეთის მიერ უკრაინისათვის გაწეული მხარდაჭერის, უკრაინის გამარჯვებისმნიშვნელობის შესახებ მსჯელობას. ონლაინ ღონისძიების მთავარი მომხსენებლები იყვნენ ვახტანგკაპანაძე, ,,ჯეოქეისის" მრჩეველი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალ-მაიორი (გადამდგარი), 2013-2016 წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბისუფროსი და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი დავით კაკულია. „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკისმიმართულების დირექტორმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განხილვას მოდერატორობა გაუწია.

 

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული არაპროვოცირებული, უსამართლო, უკანონო ომის ერთი წლის თავზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და დასავლეთის სხვა ლიდერების ვიზიტები კიევში მკაფიო დასტურია იმისა, რომ  დასავლეთი უკრაინის გვერდით დგას და მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. უკრაინის საბოლოო გამარჯვება გლობალური კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ძირეული შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს,“ - აღნიშნა  ხათუნა ბურკაძემ.

 

მისივე თქმით, ომის ერთი წლის თავზე, სხვადასხვა პერიოდში ნატო-ს გაერთიანებული ძალების 7  სარდალმა, მათ შორის  2009-2013 წლებში ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალმა ევროპაში,ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადეს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამაცი უკრაინელების მხარდაჭერისა და მათი გამარჯვებისათვის.

 

„ამ ომმა აჩვენა, რომ ნატო-სა და ევროკავშირის  როლი საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის პროცესში ყოველდღიურად იზრდება და რეგიონალურთან ერთად მათი გლობალური მნიშვნელობა განსაკუთრებით იკვეთება. ეს მოცემულობა რუსეთის აგრესიის სამიზნე ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს აჩქარებს და ამ ორგანიზაციების გაფართოების პროცესის გაგრძელებას მოითხოვს,“ - დასძინა ხათუნა ბურკაძემ.

 

„დღეისათვის უკრაინა გამარჯვებულია. რუსეთი დამარცხებულია. თუ როგორ გაფორმდება ეს, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ასევე იმის თაობაზეც, თუ რა პერიოდი იქნება ამისთვის საჭირო. რუსეთმა ბევრი შეცდომა დაუშვა.  დაზვერვამ ვერ განსაზღვრა უკრაინის სტრატეგიული გრავიტაციის ცენტრი - ხალხის წინააღმდეგობის უნარი და ოპერატიული გრავიტაციის ცენტრი - დასავლეთის დახმარების ხარისხი უკრაინის მიმართ.  როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში გადაწყვეტილებები მიიღება სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მათ შორის სამხედრო, საგარეო დაზვერვის მონაცემების საფუძველზე. თუმცა რუსეთში მოქმედი სისტემის გათვალისწინებით შეიძლება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მიჰქონდათ მისთვის სასურველი ინფორმაცია ან თავად პრეზიდენტი ამ მონაცემებს ადეკვატურად არ აანალიზებდა,“ -  განაცხადა  ვახტანგ კაპანაძემ.

 

გასულ წელს, ომის დაწყებისთანავე, დავით კაკულია უკრაინაში  ჩავიდა და მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას აწვდიდა. ერთი წლის თავზეც ის კიევში იმყოფებოდა.

 

დავით კაკულიამ განაცხადა: „უკრაინა ომის პარალელურად მუდმივად ცდილობს   თავის სამხედროებს განათლება მიაღებინოს. ომის დასრულების შემდეგ უკრაინას ეყოლება ერთ-ერთი ყველაზე მაგრად მომზადებული სამხედრო ნაწილები, რომლებიც დასავლური შეიარაღებით არიან გადამზადებულები და თანამედროვე ომთან დაკავშირებულ საკითხებს კარგად ფლობენ“.

 

„მიუხედავად რეგულარული თავდასხმებისა, მიტოვებულ საგუშაგოებს ვერ ნახავთ. თუ საგუშაგო ფეთქდება, ახალი უახლეს პერიოდში შენდება. ასევე, საინჟინრო საშუალებებზე ყურადღებაა გასამახვილებელი, რომლებიც ჯარის უსაფრთხოების უზრუნველსაფოფად არის საჭირო. დასავლური ტექნიკა უკრაინელ ჯარისკაცებს ეხმარება იმაში, რომ სანგრების თხრაში  მთელი დღე არ დაკარგონ. უკრაინელ სამხედროებს შესაბამისი აღჭურვილობა გააჩნიათ და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვთ,“ - დასძინა დავით კაკულიამ.

 

იხილეთ ვებინარის ჩანაწერი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა