მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

ჯივიპი ქალაქ რუსთავში, აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

news image
mbc image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავში, დავით აღმაშენებლის გამზირზე წყალარინების სისტემის გაუმჯობესების მიზნით 3.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს და 1.5 კმ სიგრძის ამორტიზებულ ქსელს აახლებს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ქალაქ რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი, გიგა ნადირაძე.

„პროექტის ძირითად მიზანს წყალარინების ამორტიზებული ქსელის ფუნდამენტური განახლება წარმოადგენს. აღმაშენებლის გამზირზე ინფრასტრუქტურის ხანდაზმულობა ხშირად იწვევდა სისტემურ შეფერხებებსა და ქსელის დაზიანებებს, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნიდა. მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე სრულად განახლდება წყალარინების ქსელი და მოეწყობა 28 ერთეული ჭა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3.5 მილიონ ლარზე მეტია - აღნიშნული ინვესტიცია უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რაც პირდაპირ აისახება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე" - გიგა ნადირაძე, GWP-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯივიპიმ მაისის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე აგვისტოში დაასრულებს. რის შემდეგაც რუსთავის მერია, აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციის პროექტირებას დაიწყებს.

პარალელურად, სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს მე-19 მიკრორაიონშიც, სადაც რუსთავის მერიამ ახალი სანიაღვრე ქსელი უკვე მოაწყო. კომპანია ჯივიპის სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მუნიციპალიტეტი მე-19 მოკრორაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დაიწყებს.

ორივე პროექტის განხორციელების შედეგად რუსთავის მე-12, მე-17, მე-18 და მე-19 მიკრორაიონების მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით - გარემოს ეროვნული სააგენტო

06.11.2026.18:03

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს.

„7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარასა და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი. 

დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა