მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს ასრულებს

news image
mbc image

ხვალ, 20 აგვისტოს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს.

რუსთაველის გამზირის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ოთხ ეტაპად არის დაყოფილი, რომლის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების 2.3 კმ და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის განახლებული ქსელი, დამონტაჟდა 52 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 8 სახანძრო ჰიდრანტი.

განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს, ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და 6 ლოკაციაზე პარალელურად მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც:

მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ბოცვაძის, ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ჭავჭავაძის, ქიქოძის, ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ჩხეიძის, სობჩაკის, ჭანტურიას, ბროსეს, ვირსალაძისა და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, რიწის და არსენას ქუჩების ნაწილს.

კრწანისის რაიონში: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, გულუას, კრწანისის ქუჩას,შესახვევებს და ჩიხებს, ერეკლე II-ის, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის რიგს, რკინის რიგს, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კატალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის და დიუმას ქუჩებს; გორგასლის და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილს.

ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

16.09.2026.10:56

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მსვლელობის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და დასრულების ვადების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული და ამორტიზებული მონაკვეთი სრულად ჩანაცვლდება ახალი, 500 მმ დიამეტრის მილებით.

აღნიშნული გაზსადენი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. შესაბამისად, მისი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა