ჯივიპიმ სოფელ დიღომში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სოფელ დიღომში წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა.
რეაბილიტაციის ფარგლებში ახლით შეიცვალა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. აღნიშნული ქსელი სოფელ დიღომში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე სატუმბო სადგურიდან, ფიროსმანის, რუსთაველის, დავით გურამიშვილის, აკაკი წერეთლის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და დიდგორის IV შესახვევის გავლით დიდგორის ქუჩაზე არსებულ რეზერვუარამდე მონაკვეთს მოიცავს.
რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორი, გიგა ნადირაძე.
სარეაბილიტაციო პროექტი კომპანიამ 2025 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო და მისი მასშტაბურობიდან გამომდინარე მიმდინარე წლის მაისში დაასრულებს, რაშიც კომპანია 3.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
აღნიშნული პროექტის შედეგად, სოფელ დიღომში მოსახლეობას მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.
სხვა სიახლეები
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
28.07.2026.17:11
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მასშტაბური სამუშოები დაიწყო, პროექტი მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას.
სამუშაოების ფარგლებში 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდება. განახლებულ ქსელზე მოეწყობა 87 საკვანძო ჭა და 15 თანამედროვე სახანძრო ჰიდრანტი. პროექტი ხორციელდება Aqualia-ს მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის ხანგრძლივ მდგრადობას.
“რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია, აღსანიშნავია რომ სამუშაოები ოთხ ძირითად ეტაპად, პარალელურ რეჟიმში ხორციელდება. პროცესის მიმდინარეობისას არსებული ქსელი ექსპლუატაციაში რჩება, რაც უზრუნველყოფს წყალმომარაგების უწყვეტობას. ახალი სისტემის სრულად მოწყობის შემდეგ კი ექსპლუატაციაში შევა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა” - გიგა ნადირაძე, gwp-ის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.
აღნიშნულ პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 12.5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს, რაც დედაქალაქის ცენტრალური გამზირის საიმედო წყალმომარაგებასა და მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.