ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს
ჩუღურეთის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის საფარის ჩავარდნა წყალმომარაგების მიწისქვეშა ქსელის ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია.
ჯივიპის ტექნიკურმა ჯგუფმა ადგილზე ჩაატარა ქსელის დიაგნოსტირება და დაუყოვნებლივ დაიწყო გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოები.
ობიექტზე სამუშაოები გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში, მთელი ღამის განმავლობაში.
მილსადენის რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის პირვანდელი სახით მოწესრიგება დასრულდება ხვალ, 17 ივნისის დილის 07:00 საათამდე.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.
სხვა სიახლეები
საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
23.09.2026.14:13
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს და ერთ პირს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულ პირობებში, სპირტისა და სხვადასხვა დანამატის გამოყენებით, დაამზადა „SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი - სულ 97 ბოთლი.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ დამზადებული პროდუქცია.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.