მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7163.8
-0.0016
flag
AZN 1.543
-0.001
flag
CNY 38.854
0.0008
flag
EUR 3.026
0.0041
flag
GBP 3.5315
0.0031
flag
KZT 55.85
0.0029
flag
TRY 0.0551
-0.0001
flag
USD 2.6229
-0.001
news banner

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად აგრძელებს

news image
mbc image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების ინფრასტრუქტურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს მომსახურების ხარისხს.

სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე ჯივიპის ტექნიკურ დირექტორთან, გიგა ნადირაძესთან ერთად დავით გელოვანი, დიდუბის რაიონის გამგებელი და შოთა ქევხიშვილი, თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს წყალმომარაგების ქსელის 390 მეტრი სიგრძის მონაკვეთის სრულ შეცვლას. პროექტის ფარგლებში ახალ ქსელზე დამონტაჟდება 3 ერთეული სახანძრო ჰიდრანტი და მოეწყობა 22 ერთეული საკვანძო ჭა, რაც სისტემის გამართულ მუშაობასა და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ამასთან, სრულად განახლდება წყალარინების ქსელის 420 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და 14 ერთეული წყალარინების ჭა მოეწყობა. განახლებული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეამცირებს ქსელის დაზიანების რისკს და უზრუნველყოფს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯივიპიმ 2026 წლის 27 იანვარს დაიწყო და მარტის ბოლოს დაასრულებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია 650,000 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად დიღმის მასივის მე-3 კვარტლის აბონენტებს წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს

05.08.2026.22:29

გაცნობებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სატუმბო სადგურების მუშაობა ავტომატურად შეჩერდა. 

აღნიშნულის შედეგად, თბილისისა და რუსთავის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. წყალმომარაგება ეტაპობრივად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა