მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

news image
mbc image

ხვალ, 30 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, ღრმარელეს სათავე ნაგებობის მთავარ წყალგამტარ გვირაბზე, რომელიც ნაძალადევის, ჩუღურეთის და ისნის რაიონების ქუჩებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 30 იანვარს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და 31 იანვარის 17:00 საათზე დაასრულებენ, სამუშოები ინტენსიურ უწყვეტ რეჟიმში საშრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია წყალგამტარი გვირაბის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 იანვარს დილის 11:00 საათიდან 31 იანვარის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში - გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, დარკვეთის, ლუბოვსკის, მირზაანის, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, ლოტკინის  მთის, ბეჟანიშვილის,  თმოგვის, ქართლის, დაისის, ღრმაღელეს, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, ზედაზენის ქუჩებს, ბეშენოვას, ვანათის, გარეჯის ახალ მოწამეთა, თიანეთის, ტიბაანის,  მუხრანის, ლიახვის, გუდამაყარის, ლამისყანის, ქვიშხეთის, შენგელაიას, ნაგომარის, რატევანის, ბოგვის ქუჩებს. სანზონის, ჩარგლის, ჯანელიძის და ჭიჭინაძის ქუჩების ნაწილს, ხუდადოვის,  ბენდელიანის, კახიანის, ნოსტეს, წრომის, შრომის, ძმობის, სტურუას, ასკურავას, კელაპტრიშვილის, მესხის, ქებურიას, ურიდიას, უიარაღოს და მიმდებარე ქუჩებს, ავშნის დასახლებას.

ჩუღურეთის რაიონში - სამშვილდის, მარუაშვილის, მ.მრევლიშვილი აჭარის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ნორიოს, ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, სალიების, მახათას, ივერთუბანს, ჭალადიდის, ლამის, ნ. ჟორდანიას, სიღნაღის, კანდელაკის, რეხის I, II ,III, ქუჩებს, თამარაშენის, წყაროს, ტყეკულტურის, ქარსელაძის, თინა ენუქიძის, არგვეთას, თეკლათის და მიმდებარე ისნის რაიონში - ფშავის,  ბაბისხევის, მუჯირიშვილის, ჟონეთის, კიკეთის, კაიშაურის, ბეღლეთის, სომხეთის, ნიაბის, საინგილოს, გუმბრის, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ლომოურის, ავლაბრის, იორის, დუშეთის, ფაღავას, ცისკრის, ფოსტის, გუთნის, წინანდლის, II შორაპნის, გუჯარეთის, მელაანის,  ჯორჯ ბუშის აწყურის, უშაკოვის, ყვარელის, ონიანის, ხაჩატურიანის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, ნავთლუღის, შანდორ პეტეფის, ჩოჩუას და მიმდებარე ქუჩებს ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, ვარკეთილის IV მიკრორაიონს, მე-3 კვარტალს, სულაქველიძის, ალუბლების, ლეჟავას, ხელოვანთა, აშოტ კურაპალატის, ელიას მთის დასახლებას, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილები, კვიპაროსის, წულუკიძის, მესხიშვილის, ნავთლუღის, მამისაშვილის, ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ხერხეულიძის, მთავარანგელოზის, წურწუმიას, ბადიაურის, მთისძირის,  რაზიკაშვილის, ისნის, წმინდა წულუკიძის III, IV შესახვევებს მიტროფანე ლაღიძის, ნოსირის, დოესის, გარეკახეთის, მარტყოფის 2 შესახვევი, დედოფლისწყაროს, კაჭარავას, ანჯაფარიძის, დოლაბაურის 1,2,3 ქუჩებს, დუტუ მეგრელის, მეტეხის, ჯორბენაძის, 300 არაგველის, ბოჭორმის, ლეხ კაჩინსკის, ნადარეიშვილს, შირაქის და მიმდებარე ქუჩებს მოსკოვის გამზირს და კვარტლებს, გარდაბნის გზატკეცილს წმინდა ბარბარეს და სამგორის დასახლებას.

რუსთავის გზატკეცილისა და გორგასლის ქუჩის ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით  http://www.gwp.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა