მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

news image
mbc image

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული.

მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. 

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 280 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება. არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარს შეადგენს.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 სექტემბერს საქართველოში

14.09.2026.11:18

14 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ბათუმში უნალექო დღეა, იქნება მცირედი მოღრუბლულობა. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო დღეა, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში უნალექო მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც მზეა დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +10 იქნება.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +32 იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ბაკურიანში, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +31 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოში უნალექო დღეა. დღისით +22, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

უნალექო დღეა გურჯაანშიც, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა