მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქალაქის ურბანულ განვითარებაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი სამსახურები და არა თბილისის მერი - კალაძე ლაგუნა ვერეს პროექტზე

news image
mbc image

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილ მშენებლობის პროექტს შესაბამისი სამსახურები განიხილავენ და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, პროექტის ავტორებს მისი გამოსწორება მოუწევთ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

„ამ პროექტზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გამოტანილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე და მოწონებულია. თუ რამე ხარვეზი იქნება აღმოჩენილი, რა თქმა უნდა, მოუწევთ ამის გამოსწორება. როდესაც რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგწვდით. რაც შეეხება კითხვას, მომწონს თუ არა პროექტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება მე მომწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ამით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ჩემი გემოვნებით ვერ ვიხელმძღვანელებთ. თბილისს ჰყავს შესაბამისი უწყებები, სადაც უამრავი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს. ისინი განიხილავენ მსგავს პროექტებს და ისე იღებენ გადაწყვეტილებას და არა თბილისის მერი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული პროექტი ატარებს თუ არა პოლიტიკურ მოტივს, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი უწყებები სამშენებლო ნებართვებს გასცემენ ურბანული და არქიტექტურული შესაბამისობის მიხედვით.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული, სწორი განვითარება და არქიტექტურა იყოს შესაბამისობაში. როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ და იმას ვუყურებთ, კონკრეტული პროექტის უკან ვინ დგას, რომელი კომპანიაა, ჩვენი მხარდამჭერია, თუ ოპოზიციის და ამის მიხედვით გავცემთ ნებართვებს? შეიძლება ასე იყო წლების წინ, 2012 წლამდე.

არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია. არ იფიქროთ, ვინმეს რამეში ვადანაშაულებდე. გარწმუნებთ, რომ ამჟამად, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ჩვენი სამსახურების მიერ. ყურადღება ექცევა იმას, ურბანულად რამდენად სწორია და არქიტექტურისთვის შესაბამისი“, - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის შესახებ საჯარო ინფორმაცია „ღია საზოგადოების ფონდის“ სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერმა, იურისტმა, ანანო ცინცაბაძემ გამოითხოვა. ძველი პროექტისგან განსხვავებით, ორს შორის უფრო მაღალი ცათამბჯენი ახალ პროექტში 65 სართულიანის ნაცვლად 52-სართულიანია.

საპროექტო წინადადების ახალ ვერსიაშიც დამკვეთად მითითებულია კომპანია შპს „კოსტავა 69“. კომპანიის დირექტორია კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“

2023 წლის თებერვალში, თბილისის მერიამ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფონდი „ქართუს“ პროექტი დაახარვეზა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა