მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

ქართველმა მოსწავლეებმა ამერიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

news image

საქართველოს რობოტიკის გუნდმა ნიუ იორკის, როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტის გენიოსების საერთაშორისო ოლიმპიადაზე - Genius Olympiad -  რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 
ოლიმპიადაში მსოფლიოს 67 ქვეყნის 1000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც 8 სხვადასხვა კატეგორიაში, მათ შორის მეცნიერებაში, რობოტიკაში, კოდინგსა და ბიზნესში უნდა წარმოედგინათ საკუთარი ნამუშევარი. 
წლევანდელი ოლიმპიადის მთავარი თემა ეკოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გადაჭრა იყო, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წინაშეა. 
საქართველოს რობოტიკის გუნდმა, რომელიც 4 მოსწავლისგან იყო დაკომპლექტებული, ინოვაციური რობოტი ევაკუატორი შექმნეს, რომელმაც ოკეანე დაასუფთავა და ცხოველები გადაარჩინა. 
საქართველოს გუნდს  ევროპული სკოლის რობოტიკის წრის მასწავლებელი დავით ნოზაძე ხელმძღვანელობდა. გუნდი ოთხი მოსაწავლით იყო დაკომპლექტებული - ნატალი ნოზაძე (ევროპული სკოლა), ნიკოლოზ არევაძე (150-ე საჯარო სკოლა), ნიკოლოზ დანელია (ევროპული სკოლა) და მია ქართლელიშვილი (ვეკუას სკოლა). ოთხივე მათგანს ბრინჯაოს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. 
„ეს არის უმნიშვნელოვანესი წარმატება როგორც ჩენი გუნდისთვის , ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ქართველმა ბავშვებმა ჩვენი ქვეყნის სახელით ათასობით მოსწავლეს შორის გამარჯვება მოიპოვეს და უამრავი ადამიანის წინაშე საქართველოს დროშა ააფრიალეს. აღსანიშნავია, რომ კონკურსი მხოლოდ რობოტის აწყობას არ ითვალისწინებდა, ბავშვებს რამდენიმე დავალება უნდა შეესრულებინათ, მათ შორის რობოტის აწყობა, კოდის დაწერა, კონკრეტული დავალების შესრულება და ყველა კომპონენტში მათ წარმატებით გაართვეს თავი. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ჟიურისგან გარდა მაღალი ქულებისა, გამორჩეული შეფასება დაიმსახურა. საქართველოს გუნდი რობოტიკაში შესანიშნავია, - სწორედ ასე შეფასდა ჩვენი გუნდი ოლიმპიადის საერთაშორისო ჟიურისგან“, - აღნიშნა გუნდის ხელმძღვანელმა დავით ნოზაძემ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 26 მაისს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში საინტერესო, მრავალფეროვანი და ტექნოლოგიური სტენდით იქნება წარმოდგენილი - ლევან დარსალია

22.05.2026.17:59

“26 მაისი არის დღე, რომელიც გვეამაყება და დღე, რომელიც გვაერთიანებს,” - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან დარსალია 26 მაისის მნიშვნელობასა და იმ აქტივობებზე საუბრობს, რომელსაც GITA წელს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი წელს, 26 მაისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე იქნება წარმოდგენილი.

“წელსაც ჩვენი სააგენტო განსაკუთრებული, ტექნოლოგიური და ინოვაციური სტენდით იქნება წარმოდგენილი. დაგეგმილი აქტივობები მრავალფეროვანია და მოიცავს 3D მოდელირების ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც 26 მაისის თემატიკაზე შეიქმნება 3D მოდელები და ადგილზევე იქნება ნაჩვენები ბეჭდვის პროცესი. ჩატარდება ასევე ვორქშოფი თემაზე 3D მოდელირება და ბეჭდვა. ვორქშოფის მონაწილეები მიიღებენ 3D პრინტერზე დაბეჭდილ 26 მაისის თემატიკის სუვენირებს”- განაცხადა ლევან დარსალიამ.

მისივე ინფორმაციით, Snap circuits -ისა და lego spike -ის ვორქშოფები განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ნახონ სხვადასხვა ფუნქციის მქონე რობოტები და ჩაერთონ აწყობის პროცესში. შესაბამის სივრცეში იქნება რობოტების გამოფენაც. მონაწილეები გაეცნობიან ზოგად ინფორმაციას რობოტების მუშაობის და პროგრამირების შესახებ.

GITA - ს პავილიონში წარმოდგენილი იქნება ასევე ასაწყობი ფაზლი 26 მაისის თემატიკაზე.

ლევან დარსალიას ინფორმაციით, დაინტერესებული პირები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ დრონების ვორქშოფშიც, რომლის შემდგომაც დრონების სიმულატორის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ და გატესტონ დრონის მართვა.

GITA - ს პავილიონში ასევე დაგხვდებათ VR სათვალის, 3D სკანირებისა და ინდუსტრიული რობოტი ხელი NYIRIO და UNITRI რობოტების ვორქშოფები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა