,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის გრანულები აღმოაჩინეს
,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 3 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის სხვადასხვა ზომისა და წონის გრანულები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 15 112 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
სხვა სიახლეები
,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა
09.11.2026.18:11
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ყაზბეგი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული ნახევარ კილოგრამზე მეტი ჯამში - 611 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები და სხმულები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 137 795 ლარი შეადგინა.
3 კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯამში 23 677 ლარით დაჯარიმდა.