მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულების შემდეგ 44 000-მდე ადამიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურით ისარგებლებს | რევაზ სოხაძე

news image
mbc image

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის შესახებ ილაპარაკა და მოსახლეობას, სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურებით გამოწვეული დისკომფორტის გამო, კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში.

მინისტრის განცხადებით, პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე შესაძლებელი იყო სამუშაოების სხვაგვარად დაგეგმვა, რაც მოსახლეობისთვის ხანგრძლივი დისკომფორტის თავიდან აცილების შესაძლებლობას შექმნიდა.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოვუხადო ხაშურის მოსახლეობას იმ დისკომფორტისთვის, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეექმნათ. აქ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე სოფლებს სრულფასოვანი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებით უზრუნველყოფს. თუმცა თავიდანვე შესაძლებელი იყო პროექტის სხვაგვარად დაგეგმვა, რათა მოსახლეობას ასეთი მასშტაბის დისკომფორტი არ შეჰქმნოდა. მომავალში ყველა მსგავსი პროექტის განხორციელებისას გავითვალისწინებთ ამ გამოცდილებას და სამუშაოებს ეტაპობრივად დავგეგმავთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, ამჟამად ხაშურში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ამავე დროს ქუჩებზე ეტაპობრივად კეთდება ასფალტის საფარი.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ 44 000-მდე ადამიანს ექნება მუდმივი წყალმომარაგება და თანამედროვე წყალარინების სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია რეგიონისთვის. ჩვენი პრიორიტეტია უახლოესი წლების განმავლობაში საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრსა და ტურისტულ დაბაში მოეწყოს წყალარინების სისტემები შესაბამისი გამწმენდი ნაგებობებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უახლოეს პერიოდში აქტიურ ფაზაში გადავა“, - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ შიდა ქართლში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ილაპარაკა. მისი განცხადებით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული, საგანმანათლებლო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო ინფრასტრუქტურაში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუშაობს, რათა ხაშურსა და მთლიანად რეგიონში არსებული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაიჭრას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სინგაპური საქართველოსთან ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებით დაინტერესებულია - სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველი დირექტორი

19.11.2026.15:41

„მიუხედავად მცირე ზომისა, საქართველოსა და სინგაპურს ახასიათებთ გადაწყვეტილებების მიღების მაღალი მოქნილობა, რაც ინოვაციების სწრაფად დანერგვასა და სტაბილური ფინანსური გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს", - ამის შესახებ სინგაპურის ცენტრალური ბანკის მმართველმა დირექტორმა ჩია დერ ჯიუნმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო დინამიკურად ვითარდება, ხოლო ქვეყნის აქტიურობა ფინანსურ სექტორსა და ფინტექინდუსტრიაში საქართველოს რეგიონში მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბების შესაძლებლობას აძლევს.

ჩია დერ ჯიუნის შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით რეგიონული ლიდერის პოზიცია დაიკავოს, ისევე როგორც ეს სინგაპურმა შეძლო. მისი თქმით, ისინი საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავებას სწორედ ამ პერსპექტივისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით განიხილავენ.

„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნა ჩია დერ ჯიუნმა.

სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნათია თურნავამ სინგაპურელ კოლეგას საქართველოს ფინანსური ეკოსისტემის განვითარების, ფინანსური ინოვაციების ხელშეწყობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა საქართველოსა და სინგაპურს შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების, ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მარეგულირებლებს შორის პარტნიორობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე გამოითქვა ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სინგაპურის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომლის განხილვის მზადყოფნაც სინგაპურულმა მხარემ უკვე გამოთქვა.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტების ხელმძღვანელები გიორგი ედილაშვილი და ვარლამ ებანოიძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა