მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
-0.0002
flag
AZN 1.5284
0
flag
CNY 38.907
0.0023
flag
EUR 2.9127
-0.0001
flag
GBP 3.466
0.0027
flag
KZT 57.71
0.0025
flag
TRY 0.0524
0
flag
USD 2.5978
-0.0001
news banner

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია - სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას

news image
mbc image

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა. პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.

ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები ღირსების მედლით დააჯილდოვა

20.10.2026.21:43

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხუთი თანამშრომელი ღირსების მედლით დააჯილდოვა. 

სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ: პაატა შავიშვილს - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს; ირაკლი აფხაიძეს - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს; ალექსანდრე არაბულს - მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს; ალექსანდრე ამბოკაძეს - ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს; მარიამ ყაველაშვილს - საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს. 

დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. 

„სახელმწიფოს სიძლიერე იწყება იქ, სადაც მას საკუთარი რეალობის ზუსტი, ობიექტური და სიღრმისეული აღქმა აქვს. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში ქვეყნის განვითარების სწორი კურსი, უპირველეს ყოვლისა, მიუკერძოებელ, დამუშავებულ და ზუსტ მონაცემებს ეფუძნება“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. 

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში სტატისტიკის სახელმწიფო ინსტიტუტის ისტორიულ განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მისი ჩამოყალიბება 1919 წელს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება. 

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მეთოდები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა უცვლელი დარჩა სტატისტიკის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული პასუხისმგებლობა და ქვეყნის წინაშე ერთგულება. 

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა საზოგადოებისათვის სანდო და ხელმისაწვდომი სტატისტიკური ინფორმაციის მნიშვნელობაზეც. მისი შეფასებით, ობიექტური მონაცემები ხელს უწყობს მოქალაქეთა ინფორმირებას და ამცირებს ინფორმაციული მანიპულაციის შესაძლებლობას. 

„დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობს, მის მონაცემებს ენდობიან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ასეთი ნდობა დიდი გამოცდილებით მოიპოვება, მისი შენარჩუნება კი ყოველდღიურ გარჯასა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. 

მიხეილ ყაველაშვილმა დაჯილდოებულ პირებს მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ღირსების მედალი მათი მრავალწლიანი გამოცდილებისა და ქვეყნისადმი ერთგულების სახელმწიფოებრივი აღიარებაა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა