მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7191.5
-0.0023
flag
AZN 1.5576
-0.0007
flag
CNY 39.03
-0.0059
flag
EUR 3.02
-0.0151
flag
GBP 3.5004
-0.0073
flag
KZT 54.47
0.0008
flag
TRY 0.057
0
flag
USD 2.648
-0.0007
news banner

ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა

news image
mbc image

კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში მომზადდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობისა და მისი მეორე კორპუსის კონსერვაცია-რესტავრაციისა და თანამედროვე მუზეუმის ფუნქციებთან ადაპტაციის საპროექტო დოკუმენტაცია.

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ხელოვნების მუზეუმის შენობის კონსერვაცია, რესტავრაცია და სტრუქტურული გამაგრება მისი ავთენტური არქიტექტურული სახისა და ისტორიული ქსოვილის დაცვით, ასევე, თანამედროვე მუზეუმის სტანდარტებთან შესაბამისი ფუნქციური ადაპტაცია.

საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს ისტორიული, ურბანული, არქიტექტურული, კონსტრუქციული, საინჟინრო და მუზეოგრაფიული გადაწყვეტების სრულ კომპლექსს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ავთენტურობის შენარჩუნებას, მინიმალურ და შექცევად ჩარევებს, საერთაშორისო საკონსერვაციო პრაქტიკის გამოყენებას და თანამედროვე მუზეუმის სტანდარტების დაცვას.

პროექტის მიხედვით უნდა დაიგეგმოს ხელოვნების მუზეუმის შენობის სრულფასოვანი განახლება და მისი გრძელვადიანი დაცვის პროცესი, კოლექციების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენახვა და წარმოჩენა, რაც მუზეუმს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად წარმართოს არა მხოლოდ საგამოფენო, არამედ სამეცნიერო, კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობა.

რესტავრაციის პროექტის განხილვის პროცესში აქტიურად ჩაერთვება კულტურის სამინისტრო.

ხელოვნების მუზეუმის ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად მომავალი თაობებისთვის შეუნარჩუნებული უნდა იყოს საქართველოს და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული საგანძური, ვიზიტორებისთვის შეიქმნას თანამედროვე და კომფორტული გარემო, თანამშრომლებისთვის კი უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო სამუშაო პირობები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

24.06.2026.10:36

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელებს და კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.

ცვლილებების მიზანია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცვლილებების თანახმად, დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება, ან მნიშვნელოვნად დაიკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ცვლილება ქულათა სისტემასაც შეეხება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა