ხონის მუნიციპალიტეტში 55 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდა
შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ხონი-სამტრედიის ტერიტორიაზე ახალი მახარაძის გამანაწილებელი არხი ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან სრულად გაწმინდა.
არხის მოწესრიგების შედეგად, 40 აბონენტის წყალუზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ადგილობრივ ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა, 55 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი დროულად და ეფექტიანად მორწყან.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
07.10.2026.12:02
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ბათუმის აეროპორტის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს.
ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში აღმოჩენილი იქნა 864 კაფსულა ფსიქოტროპული პრეპარატი, მათ შორის 54 კაფსულა "Pregabalin" 100 აბი ,,Poxakim", 200 კაფსულა ,,Nopaintin", 180 აბი ,,Clonazepam-Sobhan" და 330 კაფსულა ,,Gabax".
კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ, გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.