მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კიოლნის მიმართულებით დღეს დამატებით ოთხი რეისი დაინიშნა, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ მოთხოვნის შესაბამისად, კიდევ დავამატოთ ჩარტერები - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

მიმდინარეობს დამატებითი მოლაპარაკება ავიაკომპანიებთან, რომ საჭიროების შემთხვევაში, გერმანიიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი ჩარტერული რეისები განხორციელდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვლმა განაცხადა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ დღეს ოთხი ჩარტერული რეისი დაინიშნა, რომლის ბილეთები 15 წუთში გაიყიდა.

„ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა, შესაბამისად, ოპერატიულად დავიწყეთ ზრუნვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქომაგებს, ჰქონოდათ შესაძლებლობა, პირდაპირი ფრენებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელმისაწვდომი ფასებით, კვლავ უგულშემატკივრონ ჩვენს ბიჭებს ესპანეთთან თამაშის დროს. დღეს გასაყიდად გამოვიტანეთ ოთხი ჩარტერული რეისი. აბსოლუტურად ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და15 წუთში ყველა რეისი სრულად არის გაყიდული. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დავასრულეთ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამატებით სამი ჩარტერული რეისი დაემატება არსებულ ოთხ ჩარტერულ რეისს. ვაწარმოებთ, ასევე მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან, რომ მოთხოვნის შესაბამისად, გვქონდეს  რესურსი, კიდევ დავამატოთ ჩარტერები, რადგან ვხედავთ, რამხელა მობილიზება იყო გასული სამი თამაშის განმავლობაში. 

საქართველოს რამდენი მოქალაქე, რამდენი ქომაგი ესწრებოდა თითოეულ მატჩს და, რა თქმა უნდა, ასეთ დეტალებს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რომ ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ იგრძნონ ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს და ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ. ჩარტერების დამატება იგულისხმება გამოფრენაზე. 29 ივნისს არის ორი გამფრენი ჩარტერული რეისი, პირდაპირი ფრენა თბილისი-კიოლნის მიმართულებით. გამოფრენა ამ ეტაპზე 2 ივლისის კიოლნი-თბილისის მიმართულებაზე მოხდება. მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში იხილავთ ახალ ჩარტერულ რეისებს უშუალოდ გამოფრენის კუთხით, რომ წასული მგზავრებიც, ასევე პირდაპირი ჩარტერული რეისებით და  ხელმისაწვდომი ფასებით დაბრუნდნენ სამშობლოში. პირველ ივლისს ორი დამატებითი ჩარტერული რეისი გახორციელდება, ორ ივლისს კი ერთი პირდაპირი ჩარტერული რეისი“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ავიაბილეთების ტარიფები სუბსიდირებულია, ერთი გზის ღირებულება 195 ევროა.

„შესაბამისად, მგზავრებს აქვთ შესაძლებლობა, როგორც წინა პერიოდებში, თავად აარჩიონ რომელი რეისით სურთ გაფრენა და რომელი რეისით ჩამოფრენა. უამრავი ადამიანი, უამრავი ქომაგი ამბობს ერთსა და იმავეს, ეს ჩარტერული რეისები რომ არ ყოფილიყო, ამდენი მოქალაქე ვერ შეძლებდა ადგილზე, გერმანიაში ეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის. რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩარტერულ რეისებს აქვს ორი ძირითადი დატვირთვა, პირველ რიგში, ეს გულისხმობდა იმას, რომ ავიაბილეთები ყოფილიყო ხელმისაწვდომი, მეორე მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირდაპირი ფრენების არსებობა, რომ დრო ეფექტურად გამოგვეყენებინა. დავინახეთ, რომ ჩარტერულმა რეისებმა მოგვცა ზუსტად ის ეფექტი, რომელიც ჩანაფიქრშივე იყო. ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა აღნიშნული სუბსიდირებული ჩარტერული რეისებით და ვნახეთ, რამდენი ქომაგი ესწრებოდა სამივე მატჩს. ვფიქრობთ, რაღაც მხრივ ძალიან პატარა წვლილი, ალბათ, ჩვენც შევიტანეთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა