KIU-ს კურსდამთავრებულთა ჯგუფი, ის ადამიანური კაპიტალი იქნება, რომელიც დიგიტალიზაციის ახალ გამოწვევებს უპასუხებს - მაგდა მაღრაძე
KIU-ს კურსდამთავრებულთა ჯგუფი, ის ადამიანური კაპიტალი იქნება, რომელიც დიგიტალიზაციის ახალ გამოწვევებს უპასუხებს - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 1 400-ზე მეტი ახალგაზრდა სწავლობს.
„ჩვენ მიერ შემუშავებული და განხორციელებული პროგრამები არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგი, ეს პროგრამები ამ უნივერსიტეტის პროფესორების მონაწილეობით შეიქმნა. ეს პროფესორები ასწავლიან ჩვენთან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ჯგუფი, ის ადამიანური კაპიტალი იქნება, რომელიც დიგიტალიზაციის ახალ გამოწვევებს უპასუხებს“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.
23-24 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლა, სადაც განათლების სისტემის განვითარებაზე დიგიტალური ტრანსფორმაციის როლი განვიხილეს.
„ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, რა გავლენას მოახდენს დიგიტალური ტრანსფორმაცია ბიზნეს-სექტორსა და ქვეყნის განვითარებაზე. ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ამ სფეროს ექსპერტებმა, როგორც განათლების სექტორიდან, ისე ბიზნესიდან და სამთავრობო წრეებიდან, ვიმსჯელეთ თუ რა უნდა გააკეთოს უნივერსიტეტმა, იმისთვის რომ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ერას უპასუხოს.
როგორ უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლების დანერგვისა და კვლევის ჩატარების დროს და ზოგადად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს რა როლი აკისრია ხელოვნურ ინტელექტს ამ ძალიან მნიშვნელოვან და ცვალებად ახალ რეალობაში.
დიგიტალური ტრანსფორმაციას სჭირდება განსაკუთრებით კარგად მომზადებულ დიდი რაოდენობით ადამიანურ კაპიტალი - საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მიმართულებებით. სწორედ ამაზე გაკეთდა აქცენტი, რომ რა განათლება და უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს მომავალ პროფესიონალს. რა პროფესიები იქნება აქტუალური დიგიტალიზაციის ტრანსფორმაციის ფონზე, რა პროფესიები აღარ იქნება და ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და გავიზიარეთ საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები როგორც კერძო სექტორის, ისე მთავრობისა და განათლების სისტემის წარმომადგენლების მხრიდან და ამ სფეროში მომუშავე წამყვანი ექსპერტებისგან“, - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.
შეგახსენებთ,რომ 23-24 ოქტომბერს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს - „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“ უმასპინძლა.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.