კლასიკური მუსიკის დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი წელს ახალი - მეხუთე სეზონით ბრუნდება
კლასიკური მუსიკის დღესასწაულად ქცეული წინანდლის ფესტივალი წელს ახალი - მეხუთე სეზონით ბრუნდება.
31 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე, წინანდლის ფესტივალის საიბულიეო სეზონი 11 დღიანი მუსიკალური პროგრამითა და 25 დაუვიწყარი კონცერტით აღინიშნება.
ფესტივალის დაარსების იდეა სწორედ მისი ჩატარების ადგილთან არის დაკავშირებული. 2007 წელს Silk Road Group-მა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმისა და წინანდლის მამულის აღდგენის პროექტი დაიწყო. მუზეუმის რესტავრაციის დასრულების შემდეგ აღდგენილ და თავდაპირველი იდეური თუ ვიზუალური კონცეფციით განახლებულ მამულში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა ცნობილი მევიოლინე გიდონ კრემერი და კამერული ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“. ამის შემდეგ წინანდლის მამულში კლასიკური მუსიკის ღონისძიებები ტრადიციად იქცა და Silknet-ის მხარდაჭერით არაერთი ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი გაიმართა.
ფესტივალი წარმოგიდგენთ:
• დირიჟორების ვარსკვლავურ შემადგენლობას - ჯანანდრეა ნოზედა, მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი.
• პან-კავკასიურ ორკესტრს.
• ვირტუოზ სოლისტებს - იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, გიორგი გიგაშვილი, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, ლიზა ბათიაშვილი, გოტიე კაპუსონი.
• სპეციალური მოწვევით თბილისის სიმფონიურ ორკესტრსი; ნინო კასრაძე
წინანდლის ფესტივალის წარმდგენია: კომპანია სილქნეტი
გენერალური პარტნიორი: თიბისი კონცეპტი
მხარდამჭერები: ვიზა, ლექსუსი, ვისოლი
სპონსორები: სამშენებლო კომპანია ანაგი, ბეხშტაინი
პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მხარდამჭერები:
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, შვეიცარიის საელჩო საქართველოში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სასტუმრო ნაკრებების შესაძენად დაუკავშირდით:
რადისონ ქოლექშენ წინანდალი +995 322 402222
თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ქეშბექი (მათ შორის WM ბარათებზეც), ხოლო სასტუმროს ნაკრებებზე - 25%-მდე ფასდაკლება.
Visa ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 10%-იანი ქეშბექი, ხოლო სასტუმროს ნაკრებებზე - 10%-მდე ფასდაკლება.
* Doors Open: 18:30 (საღამოს კონცერტი); 11:30 (დღის კონცერტი)
* 6 წლამდე ბავშვები კონცერტზე არ დაიშვებიან
* დაგვიანებული სტუმრები კონცერტზე არ დაიშვებიან
* უამინდობის შემთხვევაში, ფესტივალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს დარბაზი
Tkt.ge-ზე აღნიშნული ბილეთებით შეძლებთ მხოლოდ კონცერტზე დასწრებას.
სასტუმროს პაკეტებისთვის (ბილეთი + ნომერი) მიმართეთ Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotelს. (ცალკე ნომრის შეძენა ფესტივალის დღეების განმავლობაში არ არის შესაძლებელი).
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.