მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

კომპანია „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოება არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება - კახა კალაძე

news image

საქართველოსა და მსოფლიოს უდიდეს ბლოკჩეინ-პლატფორმა „ტეზერს“ (Tether) შორის
სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება.

თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ერთად დაესწრო.

დღევანდელი შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და იმ ინოვაციური პროექტების განხილვა წარმოადგენს, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებას დაუდებს საფუძველს.

ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობს ბიზნესსექტორის განვითარებას, შემოდის უცხოური ინვესციტიები და ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც ვსაუბრობთ მსოფლიოში ლიდერ, ციფრული ეკონომიკის სიმბოლოდ ქცეულ უმსხვილეს კომპანია „ტეზერთან“ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლაზე. საქართველო, „ტეზერთან“ სტრატეგიული პარტნიორობით, დგამს უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს, რაც ქართული ფინანსური ბაზრის ტექნოლოგიურ განვითარებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ისახავს მიზნად. მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს, რომ ასეთი მსხვილი კომპანია შემოდის ქვეყანაში. ეს არის შედეგი იმ ძალისხმევის და გატარებული რეფორმების, რაც საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და პარლამენტმა კოორდინირებულად გასწია. ეს არის საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის და უსაფრთხო ქვეყნის აღიარება. რაც მთავარია, ეს არის ქართული ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების გზა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კომპანია „ტეზერის“ წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომოლობის მზაობა გამოთქვა.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო „ტეზერს“. ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ ამბიციური გეგმები. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ და გამოვთქვამთ მზადყოფნას თანამშრომლობისთვის, ხელშეწყობისთვის. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მსგავსი ტიპის ინვესტიციების განხორციელებას ქვეყანაში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში მიმოიხილავენ „ტეზერის“ საქმიანობას, რომელმაც 2014 წლიდან მოყოლებული, გლობალურ ფინანსურ ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლები ღონისძიების მონაწილეებს გააცნობენ კომპანიის გლობალურ ხედვასა და სამომავლო გეგმებს, მათ შორის, უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებულ ინიციატივებსა და თანამშრომლობის პოტენციალს.

ღონისძიებას „ტეზერის“ დამფუძნებელი ჯანკარლო დევაზინი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image „საქართველოს ფოსტა “დამოუკიდებლობის დღეს ქალაქ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს სთავაზობს

25.05.2026.12:50

2026 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „საქართველოს ფოსტა“ თელავში აღნიშნავს და მოსახლეობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ინტერაქციულ სივრცეებს სთავაზობს. კომპანიის პავილიონში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას, დაათვალიერონ თემატური ექსპოზიციები და ჩაერთონ სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობაში.

მთელი დღის განმავლობაში „საქართველოს ფოსტა“ სტუმრებს მრავალფეროვან, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს შესთავაზებს. აღნიშნულ სივრცეში მოქალაქეებს დახვდებათ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო სივრცე, 26 მაისის თემატური ინსტალაციები, საფოსტო საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო კონსტრუქციები, კალიგრაფისტის კუთხე, საბავშვო გასართობი სივრცე და ასევე, საფოსტო სამოსში გამოწყობილი „ფოსტალიონები “.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობრძანებულ სტუმრებს ასევე დახვდებათ სპეციალურად მოწყობილი სივრცეები, სადაც შეძლებენ უცხო ადამიანებს წერილობით გაუზიარონ თავიანთი ფიქრები და ასევე, მათთვის სასურველ ადრესატებს გაუგზავნონ წერილები ღია ბარათების მეშვეობით.

„საქართველოს ფოსტა“ ყველა მოქალაქეს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ეროვნული სიამაყის დღეა, ეს თარიღი გვახსენებს იმ ღირებულებებს, რომლებიც გვაერთიანებს და გვაძლიერებს!

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა