მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კომუნიკაციების კომისია IDFI-ს საჯარო სხდომაზე იწვევს

news image
mbc image

კომუნიკაციების კომისია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2024 წლის 8 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, IDFI-იმ ComCom-ს მოუწოდა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის ელექტრონული კომუნიკაციების ევროპულ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანამდე, არ დაამტკიცოს ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია. კომისიისთვის გაუგებარია რა ინფორმაციაზე ან ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით გააკეთა ორგანიზაციამ მსგავსი განცხადება, მაშინ, როდესაც კომისიის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების მიღების სამართლებრივი საფუძველი, პირდაპირ არის განსაზღვრული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით.[1] აღნიშნული საფუძვლით, მეთოდოლოგიური წესები და პროცედურები დადგენილია კომისიის შესაბამისი  ნორმატიული აქტით. სწორედ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხდება არსებული ნორმატიული ბაზის განახლება და დახვეწა.

ზოგადად, კომუნიკაციების კომისია მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების, ოფიციალური თუ არაოფიციალური კონსულტაციების ფარგლებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ მცდელობა, არაკონსტრუქციული მონაწილეობით თუ დაუსაბუთებელი განცხადებებით, ჩრდილი მიაყენონ კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე ლეგიტიმურ, დარგისთვის აუცილებელ პროცესებს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკმაოდ ხანგრძლივი არაოფიციალური კონსულტაციებისა თუ საჯარო ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში, IDFI არცერთ შეხვედრას დასწრებია და აღნიშნულ პროცესში კომენტარი არ გაუკეთებია.

კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების მიზნით.[2] საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმართება საჯარო კონსულტაციები, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოედგინა საკუთარი მოსაზრებები. ამ შესაძლებლობით ისარგებლეს კიდეც დაინტერესებულმა პირებმა და წარმოადგინეს არაერთი შენიშვნა და კომენტარი.

ასევე,  მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბაზრის კონკურენტუნარიანობისა და მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირების განსაზღვრის მეთოდოლოგიისა და პროცედურების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღების მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, კომუნიკაციების კომისიამ არაოფიციალური კონსულტაციები გამართა შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტზე. პროექტი გამოქვეყნებული იყო კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე და დაინტერესებულ პირებს 2023 წლის 10 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე ჰქონდათ შესაძლებლობა, წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები[3]. დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებების წარმოდგენის შემდეგ, კომუნიკაციების კომისიამ სამუშაო ფორმატში განიხილა მათი კომენტარები და ოფიციალური საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, აღნიშნული კომენტარების გათვალისწინებით დაკორექტირებულ პროექტის საფუძველზე დაიწყო. IDFI არცერთ ეტაპზე ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა, არ გაცნობია კომუნიკაციების კომისიის პოზიციას და არგუმენტაციას. ამ ფონზე, კიდევ უფრო გაუგებარია ორგანიზაციის დამოკიდებულება კომუნიკაციების კომისიაში მიმდინარე ლეგიტიმური, ინკლუზიური პროცესის მიმართ, რომელიც საბოლოო ჯამში სატელეკომუნიკაციო სექტორის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას ემსახურება.

საკითხის განხილვის მიზნით კომუნიკაციების კომისიაში 2024 წლის 14 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება საჯარო სხდომა, სადაც როგორც IDFI-ს, ისევე ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დაესწროს სხდომას და კომისიას საკუთარი მოსაზრებები წარმოუდგინოს.

 

[1] „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-12 პუნქტი და 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა