მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7171
-0.0014
flag
AZN 1.5342
-0.0002
flag
CNY 38.872
-0.0007
flag
EUR 2.9927
-0.0157
flag
GBP 3.495
-0.0176
flag
KZT 58.54
-0.0009
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6076
-0.0005
news banner

კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს - ირაკლი ლექვინაძე

news image
mbc image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ორგანიზებით, თბილისში გამართული სამდღიანი მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა.

15-17 სექტემბერს თბილისში თავი მოიყარა მომხმარებელთა დაცვის სფეროს 100-მდე წარმომადგენელმა 55 ქვეყნიდან. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს მომხმარებელთა დაცვის თანამედროვე გამოწვევები, ციფრულ ბაზრებზე არსებული რისკები, ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების გავლენა მომხმარებელთა უფლებებზე, უწყებათაშორის თანამშრომლობა, ასევე აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზები.

კონფერენციის დასკვნითი სამუშაო დღე საქართველოს კონკურენციისა დამომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის მოხსენებით დაიხურა. მან მადლობა გადაუხადა დელეგატებს და კონფერენციის სამდღიანი შეხვედრის ძირითადი შედეგები შეაჯამა.

„თბილისში გამართულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ არა მხოლოდ საერთო გამოწვევებზე ვიმსჯელეთ, არამედ ერთმანეთს გავუზიარეთ პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება.

საქართველოსთვის, როგორც ICPEN-ის პრეზიდენტი უწყებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ვიყოთ არა მხოლოდ მასპინძლები, არამედ აქტიური მონაწილეები და პარტნიორები. მადლობას ვუხდი ყველა დელეგატს, საერთაშორისო ორგანიზაციასა და პარტნიორ უწყებას თბილისში ჩამოსვლისა და ამ მნიშვნელოვანი დიალოგის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი საერთო მიზანია – ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა დაცვის უფრო ეფექტიანი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა.“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ თავის გამოსვლაში.

GCCA-მ, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, პორტუგალიის, ესპანეთის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და ლატვიის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. შეთანხმებები ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ინფორმაციის გაცვლასა და მომხმარებელთა საჭიროებებზე კოორდინირებული რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ICPEN-ის მაღალი დონის შეხვედრები და 2026 წლის Consumer Protection Awards-ის დაჯილდოება, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა და ICPEN-მა მომხმარებელთა დაცვის სფეროში გამორჩეული, ინოვაციური და ეფექტიანი ინიციატივები გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

საქართველო 2026–2027 წლებში ICPEN-ის პრეზიდენტი ქვეყანაა. თბილისში გამართული კონფერენცია, რომლის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“ – ერთ-ერთი მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას წარმოადგენს მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით სონღულაშვილი ამერიკელ ღვინის პროფესიონალებსა და ჟურნალისტებს შეხვდა

18.09.2026.10:47

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წამყვან ამერიკელ ღვინის ჟურნალისტებს და პროფესიონალებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებულ შტატებში პოპულარიზაციის, მისი ცნობადობისა და მოთხოვნის ზრდის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, აშშ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია და, ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ამერიკის ბაზარზე განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ ქართული ღვინის ცნობადობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია ღვინის პროფესიონალებთან და მედიის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობა. საერთაშორისო ღვინის პროფესიონალებთან და მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა კარგი შესაძლებლობაა ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდის, კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად. ვფიქრობთ, ეს გამოცდილება ხელს შეუწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას და მისი უნიკალურობის წარმოჩენას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Glodow Nead Communications, LLC" ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალები ქართლისა და კახეთის რეგიონებში ქართული ღვინის მწარმოებელ 11 მარანს და კომპანიას ესტუმრნენ. ადგილზე გაეცნენ ღვინის წარმოების პროცესს, ქართული მეღვინეობის როგორც თანამედროვე, ისე ტრადიციულ მიდგომებს, და მიიღეს დეტალური ინფორმაცია ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში მათ დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინო და გაეცნენ ქართულ სამზარეულოსა და ღვინისა და ქართული კულტურის ურთიერთკავშირს.

„ციფრული ბიულეტენის „WineSpeed“-ის რედაქტორის და წიგნის „ღვინის ბიბლია“ ავტორის კარენ მაკნილის (Karen MacNeil) განცხადებით, საქართველოში ვიზიტი ქართული ღვინის უკეთ გაცნობისა და მისი მრავალფეროვნების ადგილზე აღმოჩენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„კალიფორნიიდან საქართველოში ჩამოსვლისას წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რამდენად გამორჩეული აღმოჩნდებოდა საქართველო და, მათ შორის, ქართული ღვინო. ამ მოგზაურობის განმავლობაში არაერთი უგემრიელესი ქართული ღვინო დავაგემოვნე. უსაზღვროდ მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის. თქვენი ღვინის წარმოების უძველესი და უნიკალური ისტორია, ამავდროულად, ქართული ღვინის ძალიან საინტერესო და პერსპექტიულ მომავალზე მიანიშნებს“,- განაცხადა კარენ მაკნილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას „Glodow Nead Communications, LLC" ვიცე-პრეზიდენტი ალექს ფონდერნი (Alex Fondren), ფრილანსერი, „Apple News“-ის ავტორი შერლინ პიტერსი (Charlene Peters); ჟურნალ „Blood of Gods“-ის დამფუძნებელი და გამომცემელი სტეისი ბიუკენენი (Stacy Buchanan) და სომელიე, ღვინის მწერალი პიტ ჰოლანდი (Pete Holland) ასევე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა