მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image
mbc image

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე თევზაძემ კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, ექსპერტულ/მეთოდოლოგიური დახმარების გაძლიერების, სტუდენტების ხელშეწყობის, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

 

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი და  სტუდენტებს შეხვდა, რომლებსაც უწყების 2022 წლის შედეგები გააცნო. შეხვედრაზე - საავტომობილო საწვავის, ფარმაცევტული, სასურსათო პროდუქტების ბაზარზე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მიმდინარე სხვადასხვა საკითხები განიხილეს.

 

 

„ჩვენთვის პრიორიტეტულია აკადემიურ სექტორთან და სტუდენტებთან მჭიდრო ურთიერთობა, დიდი პატივია KIU-სთან თანამშრომლობა, როგორც სწრაფად მზარდ უნივერსიტეტთან, რომელმაც ძალიან მოკლე დროში საერთაშორისო აღიარების მოპოვება და საქართველოს განათლების სისტემისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეძლო.  შთამბეჭდავია ის გლობალური მასშტაბის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, პროექტები და გარემო, რაც ბოლო რამდენიმე წლებშია შექმნილი KIU-ში, რაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის  კიდევ ერთი დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

 

 

სტუდენტების თანამონაწილეობა კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, გვექნება ბევრი კვლევითი პროექტი აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან ერთად. სტუდენტებს შევთავაზებთ სტაჟირების პროგრამებს და დასაქმების კარგ შესაძლებლობებს, რადგან მოტივირებული კურსდამთავრებულების ჩართულობა სახელმწიფო სამსახურში მნიშვნელოვანია. პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს გვქონდეს კარგი შედეგები საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებსა და კვლევით პროექტებში. " - განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძემ და რექტორს, სტუდენტებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

"უნივერსიტეტი მიესალმება მსგავსი ტიპის ინიციატივებსა და თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობა, რადგან იგი  სტუდენტების მომავალ დასაქმებას და კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს. ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას  სწავლების პროცესშივე მიიღონ  გამოცდილება და ცოდნა. ჩვენც ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით წავახალისოთ სტუდენტები, მეტ პარტნიორთან ვითანამშრომლოთ და, პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ სამუშაო ბაზარს, მივაწოდოთ კვალიფიციური და განათლებული კადრები", - განაცხადა KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

 

შეხვედრას  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს" პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი, KIU-ს ადმინისტრაცია და სტუდენტები ესწრებოდნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა