კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ჩატბოტების გამოყენებასთან დაკავშირებით - ვახტანგ შურღაია
კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ჩატბოტების გამოყენებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.
„აქ ბევრი ნიჰრი არის ყველა სფეროში, გინდა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში. ზოგ კომპანიაში, მაგალითად, აკრძალულია AI-ის გამოყენება, ზოგში პირიქით, ზოგი დირექტორი, პირიქით, წაახალისებს AI-ის გამოყენებას და, შესაბამისად, ბევრნაირი სიტუაციები არის.
თვითონ AI ისე ვითარდება, მგონი, ხვალ რა იქნება ან დღეს საღამოს რა იქნება, არავინ არ იცის.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიიღო, მათ შორის, თუ დავუბრუნდით მომხმარებელთა უფლებებს, და, შესაბამისად, კონკურენციის სააგენტომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩატბოტების გამოყენებასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, განმარტებებიც გააკეთა კონკურენციის სააგენტომ, თუ როგორ და რა ფარგლებში უნდა იყოს გამოყენებული“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
23.11.2026.12:07
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.
შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს. ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
„მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს.
სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.
მადლობას ვუხდით მოქალაქეებს გაგებისა და მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.