მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169.7
-0.0013
flag
AZN 1.5339
-0.0003
flag
CNY 38.933
0.0061
flag
EUR 2.9911
-0.0016
flag
GBP 3.4815
-0.0135
flag
KZT 58.32
-0.0022
flag
TRY 0.0534
-0.0002
flag
USD 2.6071
-0.0005
news banner

კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესში“ ცვლილებები შევიდა

news image
mbc image

კონცენტრაციების კონტროლის პროცესის ეფექტურობის გაზრდისა და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, „კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს თავმჯდომარის № 39 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, არსებული ნორმატიული ჩანაწერის საფუძველზე, კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოსათვის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ წარმოიშობოდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც კონცენტრაციაში უშუალოდ მონაწილე პირისა და მისი მაკონტროლებელი
ან/და მის კონტროლს დაქვემდებარებული პირების ერთობლივი შემოსავლები არ აკმაყოფილებდა წესში მითითებული ერთობლივი შემოსავლების ზღვრულ მაჩვენებლებს, თუმცა იმავე მაკონტროლებელი სუბიექტის კონტროლს დაქვემდებარებული სხვა ეკონომიკური აგენტის/აგენტების ერთობლივი შემოსავლები აღემატებოდა წესით განსაზღვრულ ზღვრულ მაჩვენებლებს.

იმ მიზნით, რომ აღნიშნულ ჩანაწერს სრულად მოეცვა კონცენტრაციების კონტროლის მიზნებისათვის კონტროლის მომპოვებელი ან/და სამიზნე ეკონომიკური აგენტის ჯგუფში შემავალი ეკონომიკური აგენტები და მეტად გაეზარდა კონცენტრაციების კონტროლის ეფექტურობა, ცვლილებით განისაზღვრა, რომ კონცენტრაციაში მონაწილე პირების ერთობლივი შემოსავლების გამოთვლის მიზნებისათვის გათვალისწინებული იქნება იმ ეკონომიკური აგენტების ერთობლივი შემოსავლებიც, რომლებიც არიან კონცენტრაციაში მონაწილე პირის მაკონტროლებელი პირის კონტროლს დაქვემდებარებული სუბიექტები.

განხორციელებული ცვლილების შედეგად, ასევე წესის თანახმად განისაზღვრა კონცენტრაციაში მონაწილე პირთა/მხარეთა წრე. აგრეთვე, წესს დაემატა კონცენტრაციის მხარესთან/მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა და მისი ჩატარების პროცედურები.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა

20.09.2026.15:51

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მებაჟე-ოფიცერს პროფესიონალიზმისათვის, პასუხისმგებლობისა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის.

მან, ასევე, წარმატებები უსურვა შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელებს მომავალ საქმიანობაში და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამსახურის განვითარებაში.

ლაშა ხუციშვილმა, კიდევ ერთხელ, გაუსვა ხაზი თანამედროვე საბაჟოს როლს ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვის საქმეში.

„თანამედროვე საბაჟო გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ საბაჟო-სასაზღვრო კონტროლი. ეს მოიცავს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვას, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას, ასევე, კანონშესაბამისი საქმიანობის წახალისებას, როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ასევე საქართველოს გლობალური როლიდან გამომდინარე. საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მებაჟე-ოფიცრების მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ ეს ფუნქცია წარმატებით განახორციელოს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საბაჟო სამსახურმა ბოლო წლებში წარმატებებს მიაღწია, როგორც ტექნოლოგიური, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, უწყების მიზანია მუდმივად ვითარდებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

„მებაჟე-ოფიცრებო, თქვენი 24-საათიანი მუშაობით, ყოველი ახალი დღე საქართველოსთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საბაჟოს, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული განვითარების მიმართულებით მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათი მუშაობის მაღალი პროფესიული სტანდარტი მომავალშიც შენარჩუნდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა